ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი - ციტატები, გამონათქვამები
ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი - ციტატები, გამონათქვამები ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
რა უგუნური და უსასო უნდა იყოს კაცი, რომელიც მრთელი წლის განმავლობაში ერთხელაც არ ეზიარება.
უფალმან იესო ქრისტემან დააწესა ყოველსა ქვეყანასა ზედა წმიდა ეკლესია, რომელი ყოველსა კაცსა გარდასცემს სასოებასა, სწავლასა, მადლსა და ცხოვნებასა მისსა. ვინც ეკლესიას არ ეკუთვნის, იგი არ არის ქრისტიანე, მისთვის, რომელ ვერ მიიღებს მად... იხილეთ სრულად
ნათლისღება ყოველს კაცს გააქრისტიანებს. ვინც ნათელიღო, იგი არის მოწაფე უფლისა იესო ქრისტესი და მოზიარე მისის მადლისა.
ეკლესია არა თუ განანათლებს გონებასა შენსა და გარდამოგცემს იესო ქრისტეს მადლსა, არამედ სრულებით შეგაერთებს მასთან. ოდესაც შენ ეზიარები სისხლსა და ხორცსა იესო ქრისტესსა, მაშინ, ვითარცა თქმულ არს სახარებასა შინა, შენ ხარ ერთ ხორც და ... იხილეთ სრულად
იმ დღიდან დაწყებული, როდესაც იხილე შენ ეს სოფელი პირველად, ვიდრე უკანასკნელისა შენისა აღმოფშვინვადმდე, წმიდა ეკლესია, ვითარცა დედა გივლის შენ და სცდილობს, გამოგზარდოს შენ სულიერად, რათა ღირსი მორწმუნე იქმნე იესო ქრისტესი.
საქმით აღასრულე მცნება უფლისა შენისა, შეიძინე სარწუნოება, სასოება, სიყვარული, მოთმინება, სიმდაბლე, სიმართლე. შენი სათნოება ის არის, როდესაც შენ ხარ შრომის მოყვარე, მღვიძარე, ფრთხილ, ვინაითგან შენ შენი ხელით უნდა შეინახო შენი თავი ... იხილეთ სრულად
ეცადე გულისხმიერად ისმენდე, როცა ეკლესიაში საღმრთო წიგნებს კითხულობენ და უთუოდ შეიტყობ და ისწავლი, რაც საჭირო არის შენთვის.
აღსარება მისთვის დააწესა ღმერთმან, რომელ კაცი ცოდვილი შევა მონანებაში, აღუთქვამს ღმერთსა, რომელ ამიერითგან აღარა იქმს იმ ცოდვას და მიიღებს განტევებასა და შენდობასა თვისთა ცოდვათა.
ძმანო ჩემნო, ვინაითგან თქვენ მოინათლენით, გაქრისტიანდით, მაშ ეცადეთ, რომ შეიტყოთ, თუ რაი არს ქრისტიანობა, როგორი უნდა იყოს ქრისტიანე ცხოვრებითა თვისითა. მარტო ის კი არ არის საკმაო, რომ კაცი მოინათლოს და ზოგჯერ ეკლესიაში შევიდეს და... იხილეთ სრულად
ვისაც სურს ნამდვილ ქრისტიანულად იცხოვროს, მან ორგვარი სიყვარული უნდა შეიძინოს გულითა თვისითა: ერთი ღვთისა და მეორე კაცისა, ესე იგი, ღმერთი უნდა შეიყვაროს ყოვლითა გულითა თვისითა და კაცი როგორადაც თავი თვისი.