დღეს უკვე გამოიკვეთა იმ აზრის სიმცდარე, ჩვენი საუკუნის დასაწყისში რომ მოედო მსოფლიოს. როცა ფიქრობდნენ, რომ მეცნიერულ აღმოჩენათა სიმრავლე ღვთის რწმენას საბოლოოდ შეარყევდა, რადგანაც იგი სამყაროს ყველა საიდუმლოს ახდიდა ფარდას და რელი...
იხილეთ სრულად
დღეს უკვე გამოიკვეთა იმ აზრის სიმცდარე, ჩვენი საუკუნის დასაწყისში რომ მოედო მსოფლიოს. როცა ფიქრობდნენ, რომ მეცნიერულ აღმოჩენათა სიმრავლე ღვთის რწმენას საბოლოოდ შეარყევდა, რადგანაც იგი სამყაროს ყველა საიდუმლოს ახდიდა ფარდას და რელიგიისთვის ადგილი აღარ დარჩებოდა.პირიქით კი მოხდა. რაც უფრო განვითარდა მეცნიერება, ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელი, მით მეტი აუხსნელი კითხვა დაიბადა, რადგანაც ამა თუ იმ აღმოჩენამ კიდევ უფრო დიდი ახალი საიდუმლოებანი გამოავლინ...
ეკლესიურ ლოცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეკლესიაში აღწევს ადამიანი თავისთავთან ნამდვილ ერთობასა და მთლიანობას; ეს არის ის საოცარი სამყარო, სადაც ერთმანეთს უკავშირდება ზეცა და მიწა, ღმერთი და ადამიანი, ადამიანი და მოყვასი, რადგანა...
იხილეთ სრულად
ეკლესიურ ლოცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეკლესიაში აღწევს ადამიანი თავისთავთან ნამდვილ ერთობასა და მთლიანობას; ეს არის ის საოცარი სამყარო, სადაც ერთმანეთს უკავშირდება ზეცა და მიწა, ღმერთი და ადამიანი, ადამიანი და მოყვასი, რადგანაც აქ ვლინდება მთელი სისრულით იესო ქრისტე - ძე ღვთისა და ძე კაცისა, სათავე სინათლისა და სიმართლისა.
"მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იხსნეს იგინი უფალმან" (ფსალმუნი 33,19), - გვასწავლის დავით წინასწარმეტყველი. რატომ ხდება ასე? - იმიტომ, რომ მართალი უყვარს უფალს; მას სჯის და ამ დასჯით წვრთნის; სურს, ჩაახედო...
იხილეთ სრულად
"მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იხსნეს იგინი უფალმან" (ფსალმუნი 33,19), - გვასწავლის დავით წინასწარმეტყველი.რატომ ხდება ასე? - იმიტომ, რომ მართალი უყვარს უფალს; მას სჯის და ამ დასჯით წვრთნის; სურს, ჩაახედოს იგი საკუთარ სულში, დაანახოს შეცდომები და მათი დაძლევის გზები.
რჩეული ერისგან მეტს ითხოვს ღმერთი, რასაც სხვას აპატიებს, იმას ჩვენ არ მოგვითმენს იმიტომ, რომ მადლი დიდი მოგვცა და პასუხსაც მეტად მოგვთხოვს, არ გვაპატიებს განსაკუთრებით ურწმუნოებას.
განსაკუთრებული მისია ეკისრებათ ქართველ დედებს. მათ უნდა შეძლონ ცხოვრების გაუკუღმართებული წესის შეცვლა. მათ აკვნიდანვე უნდა ჩაუნერგონ შვილებს ღვთისა და მოყვასის სიყვარული, ერთგულების, თანაგრძნობის უნარი.
ღმერთი ითხოვს ჩვენგან შენდობას სხვათა, რათა მას მიეცეს საშუალება, იყოს მოწყალე ჩვენდამი; და თუ არ შეგვიძლია მოწყალე ვიყოთ შეურაცხმყოფელთადმი, როგორღა ვთხოვთ უფალს შეწევნას, როგორღა ვამბობთ, "მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითა...
იხილეთ სრულად
ღმერთი ითხოვს ჩვენგან შენდობას სხვათა, რათა მას მიეცეს საშუალება, იყოს მოწყალე ჩვენდამი; და თუ არ შეგვიძლია მოწყალე ვიყოთ შეურაცხმყოფელთადმი, როგორღა ვთხოვთ უფალს შეწევნას, როგორღა ვამბობთ, "მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა", განა ჩვენ ცოდვებით ყოველდღიურად არ შეურაცხვყოფთ ღმერთს?! რატომ ვითხოვთ მისგან ლმობიერებას, როცა ჩვენ ულმობელნი ვართ?! და თუ ვაპატიებთ მოყვასს შეცდომებს, ნუ ვიფიქრებთ, რომ კეთილ...
ცნობილი ფაქტია, ადამიანები ნაკლებად იზიარებენ სხვათა შეზედულებებს, მაგრამ როცა ეცნობიან მათ აზრებს და თავისას ადარებენ, ხშირად შესაბამისი ცვლილებები შეაქვთ თავის მოქმედებასა და მიმართულებაში.