ეკლესიურ ლოცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეკლესიაში აღწევს ადამიანი თავისთავთან ნამდვილ ერთობასა და მთლიანობას; ეს არის ის საოცარი სამყარო, სადაც ერთმანეთს უკავშირდება ზეცა და მიწა, ღმერთი და ადამიანი, ადამიანი და მოყვასი, რადგანა...
იხილეთ სრულად
ეკლესიურ ლოცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეკლესიაში აღწევს ადამიანი თავისთავთან ნამდვილ ერთობასა და მთლიანობას; ეს არის ის საოცარი სამყარო, სადაც ერთმანეთს უკავშირდება ზეცა და მიწა, ღმერთი და ადამიანი, ადამიანი და მოყვასი, რადგანაც აქ ვლინდება მთელი სისრულით იესო ქრისტე - ძე ღვთისა და ძე კაცისა, სათავე სინათლისა და სიმართლისა.
დღეს უკვე გამოიკვეთა იმ აზრის სიმცდარე, ჩვენი საუკუნის დასაწყისში რომ მოედო მსოფლიოს. როცა ფიქრობდნენ, რომ მეცნიერულ აღმოჩენათა სიმრავლე ღვთის რწმენას საბოლოოდ შეარყევდა, რადგანაც იგი სამყაროს ყველა საიდუმლოს ახდიდა ფარდას და რელი...
იხილეთ სრულად
დღეს უკვე გამოიკვეთა იმ აზრის სიმცდარე, ჩვენი საუკუნის დასაწყისში რომ მოედო მსოფლიოს. როცა ფიქრობდნენ, რომ მეცნიერულ აღმოჩენათა სიმრავლე ღვთის რწმენას საბოლოოდ შეარყევდა, რადგანაც იგი სამყაროს ყველა საიდუმლოს ახდიდა ფარდას და რელიგიისთვის ადგილი აღარ დარჩებოდა.პირიქით კი მოხდა. რაც უფრო განვითარდა მეცნიერება, ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელი, მით მეტი აუხსნელი კითხვა დაიბადა, რადგანაც ამა თუ იმ აღმოჩენამ კიდევ უფრო დიდი ახალი საიდუმლოებანი გამოავლინ...
ჩვენ უნდა განვეშოროთ არა მარტო უხეშ ტყუილს, არამედ სხვებისთვის ხშირად ძნელად შესამჩნევ დახვეწილ სიცრუესაც. ნახევრად სიმართლე არის თვისება თანამედროვე ადამიანისა. ღვთის წყალობით უნდა განვთავისუფლდეთ ამ სენისაგან.
კაცობრიობის ხსნის მთავარი მიზანი არის ადამიანის გადარჩენა. ადამიანისა და ქვეყნის ხსნა ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული: თუ ადამიანი გადარჩება, მასთან ერთად გადარჩება მისი გარემომცველი სამყარო, ხოლო თუ იგი დაეცემა და სულიერად და...
იხილეთ სრულად
კაცობრიობის ხსნის მთავარი მიზანი არის ადამიანის გადარჩენა. ადამიანისა და ქვეყნის ხსნა ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული: თუ ადამიანი გადარჩება, მასთან ერთად გადარჩება მისი გარემომცველი სამყარო, ხოლო თუ იგი დაეცემა და სულიერად დაიღუპება, დაიღუპება ქვეყანაც.