ბედნიერია ის, ვინც ღვთაებრივ ნათელს მიეახლა, შევიდა მასში, შეუერთდა ნათელს და მთლიანად ნათლად იქცა. მან სრულიად განიძარცვა ცოდვით შებილწული სამოსელი და ამიერიდან მწარე ცრემლებით აღარ იტირებს.
ეს საქმე ძალიან ძნელი და მოსაწყენი ჩანს მათთვის, ვინც ის არ იცის. ისინი კი, ვინც შეიგრძნეს მისი სიტკბოება და გულის სიღრმეში განიცადეს მის მიერ მონიჭებული სიამოვნება, ღვთაებრივ პავლესთან ერთად ხმამაღლა ამბობენ: „ვინ განმაშორნეს ჩუე...
იხილეთ სრულად
ეს საქმე ძალიან ძნელი და მოსაწყენი ჩანს მათთვის, ვინც ის არ იცის. ისინი კი, ვინც შეიგრძნეს მისი სიტკბოება და გულის სიღრმეში განიცადეს მის მიერ მონიჭებული სიამოვნება, ღვთაებრივ პავლესთან ერთად ხმამაღლა ამბობენ: „ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა?“ (რომ. 8, 35)
ლოცვის დროს გონებამ უნდა დაიცვას გული, შინაგანად გარეშემოერტყას მას და გულის სიღრმიდან აღავლინოს ღვთისადმი ლოცვა. მუდმივად იმეოროს: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ და როცა იქ, გულში გონება იგრძნობს, შეიცნობს, რომ „ტკბილ არს უფალ...
იხილეთ სრულად
ლოცვის დროს გონებამ უნდა დაიცვას გული, შინაგანად გარეშემოერტყას მას და გულის სიღრმიდან აღავლინოს ღვთისადმი ლოცვა. მუდმივად იმეოროს: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ და როცა იქ, გულში გონება იგრძნობს, შეიცნობს, რომ „ტკბილ არს უფალი" (ფსალმ. 144, 9) და დატკბება, აღარ მოისურვებს გულის არედან განშორებას, მაშინ ის პეტრე მოციქულთან ერთად იტყვის: „კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაი" (მათ. 17, 4). გონება გარშემოერტყმება გულს, ხელს კრავს და გამოაძევებს ეშმაკის მ...