ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან, წიგნებიდან ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან
წმინდა სვიმეონი ნათლად ამბობს, რომ არავის შეუძლია თვითონ ადიდოს ღმერთი, არამედ მასში დამკვიდრებული ქრისტეს მადლი ლოცულობს, ადიდებს და უგალობს ღმერთს.
ლოცვა მადლის მოქმედებაა
გულის ნიადაგი იმის შესაბამისად გამოიღებს ნაყოფს, როგორც დავამუშავებთ მას ლოცვით, მოვრწყავთ ცრემლით და ამოვძირკვავთ გულისსიტყვებს.
ჩვეულებრივ, როცა ღმერთი მადლის მოცემას აყოვნებს, მოგვიანებით გაცილებით მეტს გვაძლევს.
შენი მოვალეობა შეასრულე, რომ ღმერთი შენი მოვალე გახდეს!
ნუ გგონია, რომ ყოველივე შენზეა დამოკიდებული!
უფალს რაღაც სურს შენგან, ამიტომ ახანგრძლივებს განსაცდელს!
ადამიანს ისე არაფერი შეეწევა ვნებებთან ბრძოლასა და მათ დამარცხებაში, როგორც განუწყვეტელი გონიერი ლოცვა.
ღვთის სასუფეველში ისინი კი არ შედიან, ვისაც სინანული არ აქვთ, არამედ ცოდვილები, რომლებიც სინანულმა და ცრემლებმა გარდაქმნა.
ისევე, როგორც შეუძლებელია არ წაიბორძიკოს ღამით მოსიარულემ, შეუძლებელია არ სცოდოს მან, ვისაც ღვთაებრივი ნათელი ჯერ არ უხილავს.