კითხვა-პასუხი ფსიქოლოგიურ, სულიერ და საეკლესიო თემებზე
კითხვა-პასუხი ფსიქოლოგიურ, სულიერ და საეკლესიო თემებზე კითხვა-პასუხი ფსიქოლოგიურ, სულიერ და
699. სხვა ქრისტესმოყვარე კაცმა, რომელიც მამებს მასპინძლობდა, წერილი გაუგზავნა იმავე ბერს და ჰკითხა: სასარგებლო იქნებოდა თუ არა მისთვის, რომ ეს სოფელი საერთოდ მიეტოვებინა და მონაზვნურ ცხოვრებას შესდგომოდა. როდესაც ბერმა პასუხში მისწერა, რომ ამ სოფლის მიტოვება სტუმართმოყვარეობას აღემატება, მას ეგონა, ამით მას მცნება მისცეს, რის გამოც ფრიად შეურაცხყოფილად იგრძნო თავი და გადაწყვიტა ამიერიდან არაფერი აღარ ეკითხა მამებისათვის. შეიცნო რა ეს სულით, ბერმა ბრძანა შემდეგი პასუხი მიეწერათ მისთვის იხილეთ სრულად
698. ორ ქრისტესმოყვარე კაცს უფლისმიერი გულწრფელი სიყვარულით უყვარდათ ერთმანეთი და თავის ცხოვრებაში წმინდა მამების დარიგებებით ხელმძღვანელობდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა ლაპარაკში რაღაც სიტყვა თქვა სხვა ადამიანზე; მეორეს კი ეშმაკის ჩაგონებით ეგონა, რომ მან ეს მასზე თქვა, რამაც ძლიერ შეაცბუნა; როდესაც პირველმა აუხსნა, იგი არ იღებდა ახსნა-განმარტებებს. მათ ცოტა იკამათეს, შემდეგ მამებთან მივიდნენ და ეს საქმე იმავე ბერს აუწყეს იხილეთ სრულად
697. როდესაც ვინმეს წმინდა მამების ცხოვრებაზე და მათ პასუხებზე ვესაუბრები, ქედმაღლობას ვგრძნობ. მითხარი: როგორ ვისაუბრო სიმდაბლით? ვის ვესაუბრო და რა მიზნით?
696. როგორ დავარწმუნო გული, რომ ყოველი ადამიანი მართალია და მე ყველაზე ცოდვილი ვარ? ყველა მართალ ადამიანად რომ მივიჩნიო, აზრებში ეჭვი მეპარება
695. როდესაც ვინმე საიდუმლოს მომანდობს და სიტყვით დამამოწმებინებს, რომ არავის ვუთხრა, ხოლო სხვა დამაფიცებს და მაიძულებს, რომ ვუთხრა, როგორ მოვიქცე? თუ ვიტყვი, დავამწუხრებ მას, ვინც მომანდო ის, ხოლო თუ არ ვიტყვი, შემკითხველს შეურაცხვყოფ და თანაც მისი ფიცის მეშინია იხილეთ სრულად
ღვინო, რომელიც ჩემს საწნახელში მინდა დავწურო, ებრაელებს ეკუთვნის. ცოდვა ხომ არ იქნება ამას თუ გავაკეთებ?
693. მეუფეო, როდესაც ჩვენ ღვთის რისხვას თავს ვარიდებთ, ამით ხომ არ ვაღიზიანებთ ღმერთს?
692. კალია ყანებს მინადგურებს და თუ გავდევნი, მეზობლებთან დავა მომიწევს, ხოლო თუ დავტოვებ, დავზარალდები. როგორ მოვიქცე?
691. ერთმა ქრისტესმოყვარე კაცმა იმავე ბერს, იოანეს ჰკითხა: აზრი შიშს ჩამაგონებს და მეუბნება: "შენ რომც არ გსურდეს, ეშმაკი ცოდვას მაინც ჩაგადენინებს, რამეთუ შენ მისი მორჩილი გახდი". ძალიან ვწუხვარ ამის გამო
როდესაც გზისაგან დამაშვრალს და მშიერს საერთოდ არ მიმიღებენ, მაშინ რა ვიფიქრო?