ვალაამის მონასტრის სქემიღუმენი იოანე - ციტატები, გამონათქვამები
ვალაამის მონასტრის სქემიღუმენი იოანე - ციტატები, გამონათქვამები ვალაამის მონასტრის სქემიღუმენი იოანე |
არ არსებობს ცოდვა, რომელიც აღემატება ღმრთის მოწყალებას და მთელი მსოფლიოს ცოდვები ერთად აღებული ქვიშის მარცვალია ოკეანეში შთაგდებული.
ღმრთის განგება მიუწვდომელია ჩვენ ცოდვილთათვის. ვერცერთი გონება ვერ მისწვდება და ნურც ვეცდებით გამოვიძიოთ, თუ ვის როგორ ჯვარს უმზადებს ღმერთი. თუკი ვინმე გაგვკიცხავს და აუგს იტყვის ჩვენზე, ნუ აღვშფოთდებით და ნუ განვიკითხავთ, არამედ... იხილეთ სრულად
ღმერთი უხილავია და მიუწვდომელი, მისი ხილვა ანგელოზებსაც კი არ ძალუძთ. მაგრამ უფალი სახიერებითა თვისითა, ადამიანური სახით მოვიდა ადამიანებთან. ჰოი, საკვირველება! დაუტევნელი ღმერთი დაიტია მარადქალწულის წიაღმან, ადამიანური კანონის თა... იხილეთ სრულად
თუ მკაცრად ადევნებ თვალს საკუთარ თავს, თავს ყველაზე უკანასკნელად ჩათვლი და მაშინ მაქებელნი ვერაფერს დაგვაკლებენ. ადამიანები მხოლოდ გარეგნულს ხედავენ, შინაგანს კი არ იცნობენ, იმათ გარდა, ვინც სულიერად ცხოვრობს.
ეშმაკი ყველას ებრძვის, მაგრამ მგმობელი აზრები უფრო მეტად ამპარტავანთ ეუფლებათ, რამეთუ ადამიანის ამპარტავნების გამო ღმერთი ეშმაკს მიუშვებს მასზე. წმიდა მამები ისეთ თავდასხმებს განიცდიდნენ, რომ არ ისურვეს მათი აღწერა. მაგრამ ისინი გ... იხილეთ სრულად
სულიერი ცხოვრების დამწყები თავიდან მოშურნეობს, მაგრამ მსწრაფლ მოუძლურდება. ის ვერ საზღვრავს, თავიდან ზედმეტად ირჯება, შემდეგ კი მოუკლებს ღვაწლს. გადაჭარბებული მოშურნეობაც და მოდუნებაც დამღუპველია, რომც არ მოაკლოს გარჯა, იგი მაინც ... იხილეთ სრულად
ჰოი, სანეტარო ღმრთიურო სიმდაბლევ, შენ მოდრიკე ცანი და გარდამოხედ, შეიქმენ ადამიანად და ქვეყნიერების ცოდვები მიამსჭვალე ჯვარს. განკრთების გული ჩემი, რაი ძალმიძს წარვთქვა შენი დიდებულების შესახებ?
სიმდაბლისთვის დამახასიათებელია საკუთარი ცოდვების შეცნობა, ხოლო სხვა ადამიანებში კეთილი თვისებების დანახვა. ამპარტავნება მხოლოდ საკუთარ თავში ხედავს კარგს, სხვებში კი მხოლოდ ცუდს. აი, კიდევ სიმდაბლისთვის დამახასიათებელი თვისებანი:... იხილეთ სრულად
ნეტარი ხარ, თუკი გლახაკად და ჩვილად მიიჩნევ თავს სულიერად განათლებულ ადამიანთა შორის. ნუ შეგშურდება მათი და ნუ ისწრაფვი სულიერი აღტაცებისაკენ. ასეთი შეგრძნებებისაკენ მისტიკოსები ისწრაფვიან და ჭეშმარიტი ხილვების ნაცვლად ეშმაკის მახ... იხილეთ სრულად
ეს საიდუმლოება ყოველ სათნოებას აღემატება. ეკლესია მასში ჭვრეტს ყოვლადძლიერი ღმერთის სასწაულებრივ ძალას, რომელიც მსგავსია შესაქმისა, როდესაც ღმერთმა არაფრისაგან შექმნა სამყარო. წმიდა ზირების მიახლების წინ გვმართებს ძალისაებრ განვიწ... იხილეთ სრულად