წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

27. არსებობს ნაწილობრივი მცნება და არსებობს სხვა - ყოვლისმომცველი, რადგან უფალი, ერთი მხრივ, ბრძანებს, რომ ნაწილობრივ მივუბოძოთ არასმქონეს (ლკ.3.11), მეორე მხრივ კი გვამცნებს, რომ განვეშოროთ მთელ ქონებას (ლკ.14.33). არსებობს ნაწილობრივი მცნება და სხვა -

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

220. ვინც წმინდა წერილის მცნებებსა და შეგონებებზე არ იზრდება, გაიდენება იგი ცხენის მათრახითა და ვირის სახრეთი (შდრ. იგავ. 26.3), ხოლო თუ ამათაც განაგდებს, მაშინ „აღვირითა და ლაგმით მოითრგუნება მისი ყბები“ (ფს. 31.9) ვინც წმინდა წერილის მცნებებსა და შეგონებებზე

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

36. ვინც ხოტბათა ნიაღვარში ცილისწამებასა და ძაგებას ფარავს, ამგვარი ვინმე ძნელად გამოსავლენია უმარტივესთათვის. მისი მსგავსია, აგრეთვე, ის, ვინც ცუდმედიდობს თავმდაბლური სახით. ესენი თუმცა კარგა ხანს ახერხებენ მზაკვრულად გადასძლიონ ... იხილეთ სრულად

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

98. ყველა ბოროტების მიზეზია ცუდმედიდობა და სიამეთმოყვარეობა. ვინც ამათ არ მოიძაგებს, ვერ აღმოფხვრის ვნებას. ყველა ბოროტების მიზეზია ცუდმედიდობა და

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

10. მავანნი, სათნოების გამო შექებულნი, დატკბნენ და ცუდმედიდობის სიამე თავიანთ ნუგეშად შერაცხეს, სხვებმა კი, ცოდვის გამო მხილებულებმა, ტკივილი განიცადეს და ეს სასარგებლო ტკივილი ბოროტების მოქმედებად შერაცხეს (მუხლის აზრი ისაა, რომ ... იხილეთ სრულად

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

127. როდესაც ხედავ მავანს, მრავალი უპატიობის გამო დამწუხრებულს, შეიცანი, რომ იგი, ცუდმედიდობის გულისზრახვებით აღვსილი, სიმწრით იმკის გულის თესლთა თავთავებს. როდესაც ხედავ მავანს, მრავალი უპატიობის გამო

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

157. მართლაც, ისევე როგორც სათნოებებს ბუნებრივად შობს შეჭირვებანი და შეურაცხებანი, ასევე ბოროტებებსაც – სიამენი და ცუდმედიდობანი. მართლაც, ისევე როგორც სათნოებებს ბუნებრივად

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

164. თავმოთნენი და ცუდმედიდნი წადიერად შეეწყობიან ურთიერთს, რადგან თავმოთნე აქებს ცუდმედიდს, მონურად ქედმოხრილს, ცუდმედიდი კი განადიდებს თავმოთნეს, მუდმივიად მის მაქებელს. თავმოთნენი და ცუდმედიდნი წადიერად შეეწყობიან

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)
თემა: რწმენა

130. სახურავიდან ჩაშვებული დავრდომილი ესაა მორწმუნეთა მიერ ღვთისნიერად მხილებული ადამიანი, რომელიც მათი რწმენის გამო იღებს შენდობას (შდრ. ლლ. 5.19). სახურავიდან ჩაშვებული დავრდომილი ესაა

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

222. ნუ შეეცდები მხილებით არგო სათნოებებით მოამპარტავნეს, რადგან შეუძლებელია, რომ ერთი და იგივე ადამიანი თავმომწონეც იყოს და ჭეშმარიტების მოყვარულიც. ნუ შეეცდები მხილებით არგო სათნოებებით

link

წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |

1