წმ. იოანე ოქროპირი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე ოქროპირი - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე ოქროპირი | გამონათქვამები, ციტატები
რაც უფრო გამჭრიახია ჩვენი მზერა, მით უკეთ ვხვდებით რა შორს ვართ ცისგან. ამის მსგავსად, რაც მეტად წარვემატებით სათნოებაში, მით უკეთ შევიცნობთ, რა შორსა ვართ ღმერთისგან. დიდი სიბრძნეა, როდესაც თავის შეფასება შეგვიძლია. ყველაზე უკეთ ... იხილეთ სრულად
ნურც ცოდვების გამო ჩავარდებით სასოწარკვეთილებაში და ნურც ზედმეტად დავამყარებთ იმედებს კეთილ საქმეებზე.
ვისაც ღვთის წინაშე თავი წმიდად მიაჩნია, ის არაწმიდაა, თუნდაც ყოველ კაცზე უწმიდესი იყოს; წინააღმდეგ ამისა, ვინც თავის თავს ყოველ კაცზე უკანასკნელად თვლის, ის შეიქმნება მართალი.
ვინც გრძნობს, რომ მას ბევრი კეთილი უქმნია და არ იფიქრებს, რომ ის ყველაზე უკანასკნელია, ის ვერავითარ სარგებლობას ვერ მიიღებს ვერცერთ თავის კეთილ საქმეთაგან.
ჩვენ ქრისტეს მიერ ვართ გამოსყიდულნი, მაგრამ ოქროს ვემსახურებით; ვქადაგებთ ერთის მეუფებას, მეორეს კი ვემორჩილებით.
შენს ვაჟიშვილს დაუტოვე არა სიმდიდრე, ოქრო და ვერცხლი, არამედ ქრისტიანული სიბრძე; არა მდიდრული სახლი, არამედ მოთმინების ნიჭი; არა წარჩინებული, არამედ კეთილი და მორწმუნე მეგობრები.
სიმდიდრე იმის გამო კი არ არის თქვენთვის საზიანო, რომ ბოროტ ავაზაკებს აიარაღებს თქვენს წინააღმდეგ, არამედ იმიტომ, რომ სრულიად გიბნელებთ გონებას და ტყვედ გაქცევთ უსულო ქონებისა, რითაც სრულიად განგაშორებთ ღმერთს.
სახარებისეული სიგლახაკე მდგომარეობს არა სიმდიდრის ჩამორთმევაში, არამედ მისადმი სიყვარულის არარსებობაში. შეიძლება გლახაკი იყო და ყველაზე აუცილებელი გაკლდეს, მაგრამ, ამასთან, სიმდიდრისადმი ძლიერი წყურვილითა და მისწრაფებით და, პირ... იხილეთ სრულად