წმ. იოანე ოქროპირი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე ოქროპირი - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე ოქროპირი | გამონათქვამები, ციტატები
შეუძლებელია, სრულიად შეუძლებელი, რომ მოწყალების გარეშე მიაღწიო თუნდ სამოთხის კარამდის. მოწყალების გარეშე ლოცვაც უნაყოფოა.
როგორც პურის მარცვალი, მიწაში დათესილი, მოუტანს სარგებლობას დამთესველს, ეგრეთვე პური, რომელსაც წინ დაუდებ მშიერს, შემდგომში მოიტანს ასწილ მეტს სარგებლობას.
პირფერი ადამიანი ყოველგვარ მხეცზე საშინელია. ცხოველი ისეთს გიჩვენებს საკუთარ თავს, როგორიც არის სინამდვილეში, ასეთი ადამიანი კი ხშირად თავმდაბლობისა და სათნოების ნიღაბქვეშ მალავს თავის შხამს, ასე რომ, ძალზე ძნელია, ამოიცნო და ფრთხ... იხილეთ სრულად
მოყვასის განკითხვით შენ მასაც ზიანი მიაყენე, ვინც გისმენდა. თუ ის ცოდვილია, უდარდელი ხდება, როდესაც ცოდვაში თანამზრახველს იპოვის; ხოლო თუ მართალია, ამპარტავნებაში ვარდება და სხვისი ცოდვის გამო ამაყდება, რაც საბაბია იმისთვის, რომ დ... იხილეთ სრულად
თავი ავარიდოთ ავისმეტყველებას, ამ უდიდეს და სამწუხაროდ, ძალზედ გავრცელებულ ცოდვას; მომაბეზრებელი ბუზებივით ნუ მივეტანებით სხვის ჭრილობებს; უმჯობესია, მივბაძოთ გონიერ ფუტკარს, რომელიც ყოველთვის ყვავილებზე ჯდება.