წმ. იოანე ოქროპირი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე ოქროპირი - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე ოქროპირი | გამონათქვამები, ციტატები
თუნდაც ვინმემ მრავალი კეთილი საქმე აღასრულოს და ყოველგვარი სათნოებაც ჰქონდეს, თუ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს, იგი ყველაზე ღატაკი და შეჩვენებულია.
რა შეიძლება იყოს იმაზე უგუნური, ვიდრე ეძიებდე საკუთარი საქმეებით ქებას უძლური ადამიანებისგან და გძაგდეს ქება იმისა, ვისაც აქვს ძალმოსილება მისთვის სათნო საქმეებისთვის მოგაგოს სანაცვლო?
რა შეიძლება იყოს უფრო ბრმა პატივმოყვარეობაზე, რომელიც უმეტესად ბრმავდება, რაც მეტად ემსახურებიან? ასეთი თვისება მხეცებსაც კი არ აქვთ, პირიქით, როდესაც უვლიან, ისინი უფრო რბილნი არიან. პატივმოყვარეობა კი სრულიად სხვაგვარად იქცევა: ... იხილეთ სრულად
რა გამართლებას მოუნახავთ საკუთარ თავს სინდისის სამსჯავროს წინაშე, როდესაც ლომი შესაძლოა, გარკვეული აზრით, ადამიანად აქციოთ, თვითონ კი ადამიანისაგან მოურჯულებელ ლომად გარდაიქმნებით?
მაშინ კი არ უნდა ვმწუხარებდეთ, როდესაც საკუთარ თავზე რაიმე ავ ამბავს გავიგებთ, არამედ მაშინ, როდესაც ეს სამართლიანია.
განრისხებულ ადამიანს რომ შეეძლოს, საკუთარი თავის ამ მდგომარეობაში ნახვა, მას უკვე არანაირი ქადაგება აღარ დასჭირდებოდა, რამეთუ არაფერია უფრო უსიამოვნო, ვიდრე - გაღიზიანებული ადამიანის სახე.