წმ. იოანე ოქროპირი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე ოქროპირი - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე ოქროპირი | გამონათქვამები, ციტატები
ნუ განიკითხავ სხვას, არამედ ეცადე, საკუთარი თავი გამოასწორო, რათა თვითონ არ გახდე განსჯის ღირსი.
ერთმანეთის დასადანაშაულებლად ყოველთვის მზად ვართ, იმის გამოსწორებას კი, რაშიც თვითონ ვართ დამნაშავენი და სასჯელს ვიმსახურებთ, ყოველთვის ვაყოვნებთ.
ხესა და შალს მატლი და ჩრჩილი ისე ვერ ჭამს, როგორც შურის სიმხურვალე ადნობს მოშურნის ძვლებს და მათ ჯანმრთელ სულებს წამლავს.
შურიანები მხეცზე უარესნი არიან, რამეთუ მხეცები მხოლოდ მაშინ გვესხმიან თავს, როდესაც შიათ, ანდა - როცა გავაღიზიანებთ; ესენი კი, კეთილის ქმნის შემდეგ კეთილისმყოფელს მტერივით ექცევიან
დემონს თავისი მსგავსი დემონისა არ შურს, არც - სხვა ეშმაკისა; შენ კი, ადამიანო, გშურს ადამიანისა, მაშინვე თანატომელისა და თანამოძმის წინააღმდეგ აღმდგარხარ, რასაც არ აკეთებს ეშმაკიც! რა შენდობა გექნება, არცა - რა გამართლება!
ღარიბი იმდენად არ არის განაწყენებული თავისი სიღარიბით, რამდენადაც შურიანი მოყვასის კეთილდღეობით; რა შეიძლება იყოს ამაზე საძაგელი?