წმ. იოანე ოქროპირი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე ოქროპირი - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე ოქროპირი | გამონათქვამები, ციტატები
ნურც ცოდვების გამო ჩავვარდებით სასოწარკვეთილებაში, და ნურც ზედმეტად დავამყარებთ იმედებს კეთილ საქმეებზე.
უფალი არაფრისაგან ქმნის: ვიდრემდე ჩვენ გვსურს და ვფიქრობთ იმაზე, რომ წარმოვადგენდეთ რაიმეს, მანამდე იგი ჩვენში თავის საქმეს არ დაიწყებს.
ვინც ღვთის წინაშე თავს იმართლებს, არაწმიდაა, ყველაზე წმიდანიც რომ იყოს; და პირიქით, ვინც თავს ყველაზე უკანასკნელად თვლის, განმართლდება.
სინანული დაცემულს წამოაყენებს; ცოდვებზე ტირილი სასუფევლის კარს უკაკუნებს, თავმდაბლობა კი ხსნის მათ.
კარგია, რომ არც ძალიან გეშინოდეს უსამართლო ბრალდებებისა, მაგრამ არც სრულიად უგულებელსყოფდე მათ.