ნუ ჩათვლი უდიდესად იმას, რაც ცუდზე უკეთესი ჩანს, არამედ სწუხდე იმას, რომ სხვები შენზე კეთილნი არიან.
ყველაფერი ამაოა და ქარს მიაქვს. მე კი, სულმოკლეს, ეს ფიქრი მაწუხებს, საფლავს მიებარება ჩემი სხეული, თუ გარეულ მხეცთაგან დაიგლიჯება და შეიჭმება? ფერფლად ქცეული ჰაეროვან სივრცეში მიმოიბნევა თუ სადმე უფსკრულში გადაჩეხილი იქცევა მიწად...
იხილეთ სრულად
ყველაფერი ამაოა და ქარს მიაქვს. მე კი, სულმოკლეს, ეს ფიქრი მაწუხებს, საფლავს მიებარება ჩემი სხეული, თუ გარეულ მხეცთაგან დაიგლიჯება და შეიჭმება? ფერფლად ქცეული ჰაეროვან სივრცეში მიმოიბნევა თუ სადმე უფსკრულში გადაჩეხილი იქცევა მიწად? მდინარეში განიხრწნება თუ ხანგრძლივ წვიმათაგან დალპება? თუმცა ასეც რომ მოხდეს, უკვალოდ მაინც არ გავქრები და არც ჩემი სხეულის მთლიანობა დაირღვევა, რადგან უკანასკნელ ჟამს, როცა ქვეყნის დასასრულს, მეორედ მოვა სრული დიდებით...
link
ის ადამიანი, ვინც თავს ქრისტიანად ხმობს და, ამასთან, ყველანაირად ცდილობს თავი დააღწიოს სიღარიბეს, არ არის ჭეშმარიტი მორწმუნე, ვინც სიმდიდრესა და ფუფუნებით ცხოვრობის მოპოვებას ესწრაფვის, მას არ სურს იყოს ნამდვილი ქრისტიანი, რამეთუ ...
იხილეთ სრულად
ის ადამიანი, ვინც თავს ქრისტიანად ხმობს და, ამასთან, ყველანაირად ცდილობს თავი დააღწიოს სიღარიბეს, არ არის ჭეშმარიტი მორწმუნე, ვინც სიმდიდრესა და ფუფუნებით ცხოვრობის მოპოვებას ესწრაფვის, მას არ სურს იყოს ნამდვილი ქრისტიანი, რამეთუ ჭეშმარიტი ქრისტიანისათვის შეუძლებელია ამქვეყნად უპოვარებისა და გაჭირვების გარეშე ცხოვრება.
link
თუკი მეტისმეტად მდაბალი და კნინი მოგეჩვენება საკუთარი თავი, მე შეგახსენებ, რომ შენ ქრისტეს ქმნილება ხარ, ქრისტეს სუნთქვა, ქრისტეს პატიოსანი ნაწილი, და ამიტომ – იმავდროულად ზეციურიც და ქვეყნიურიც; ქმნილება, რომელსაც მარად მოიხსენებ...
იხილეთ სრულად
თუკი მეტისმეტად მდაბალი და კნინი მოგეჩვენება საკუთარი თავი, მე შეგახსენებ, რომ შენ ქრისტეს ქმნილება ხარ, ქრისტეს სუნთქვა, ქრისტეს პატიოსანი ნაწილი, და ამიტომ – იმავდროულად ზეციურიც და ქვეყნიურიც; ქმნილება, რომელსაც მარად მოიხსენებენ ზეცაში; შექმნილი ღმერთი, რომელიც ქრისტეს ვნებათა გზით მიემართება უხრწნელი და წარუვალი საუკუნო დიდებისაკენ.
link
ადამიანი ქმნილებაა, მაგრამ ღმერთისაგან ნაბრძანები აქვს ღმერთი გახდეს მადლის მიერ.
956. რა სათნოებებს ითხოვს ღმერთი ნათელღებული ადამიანისაგან?
934. რომელია უმჯობესი – მართლისაგან სასჯელის მიღება, თუ ბიწიერისაგან – პატივისა?
886. როგორ უნდა სრულდებოდეს საეკლესიო საგალობლები?
864. როგორ ახასიათებენ ჭეშმარიტ ბერებს წმ. მამები?
813. რაში მდგომარეობს არსი და მიზანი სატანისა?