წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი - ციტატები, გამონათქვამები წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი | გამონათქვამები
თუ გსურს იყო ღვთისმეტყველი და გახდე ღვთაებრივის ღირსი, დაიცავი კანონები; ღვთის მცნებებით იარე მაღალი მიზნისკენ, რადგან განჭვრეტისკენ ზესვლაა ეს.
ყველანაირი მშვიდობა როდია საღმრთო მშვიდობა, რამეთუ არსებობს მშვენიერი უთანხმოებაც და არსებობს დამღუპველი ერთსულოვნებაც, წარმწყმედი ერთიანობა. უნდა გვიყვარდეს მხოლოდ ჭეშმარიტი მშვიდობა და ჭეშმარიტი ერთიანობა, კეთილმიზანდასახული და ... იხილეთ სრულად
მრისხანება ყველასთვის სახიფათო მრჩეველია; მრისხანებაში მიღებული გადაწყვეტილება არასოდეს არაა გონივრული.
თუ მართალი ადამიანი ხარ, გეშინოდეს (ღვთის) რისხვისა, რათა არ დაეცე; თუ ცოდვილი ხარ, დაეყრდენი (ღვთის) გულმოწყალებას, რათა აღსდგე
როგორც არავის არასდროს ჩაუსუნთქავს მთელი ჰაერი, ასევე ვერც გონება დაიტევს მთლიანად, და ვერც ხმა მოიცავს ღვთის არსს.
როგორც ღვთის საზომის მიხედვით იზომება ჩვენი ცხოვრების საზომი, ასევე ცხოვრების საზომის მიხედვით იზომება ღვთის საზომიც (მადლის ნიჭების მიხედვით).