წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი - ციტატები, გამონათქვამები წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი | გამონათქვამები
ზეცა, მიწა, ზღვა - ერთი სიტყვით, მთელი ეს სამყარო ღვთის უდიდესი დიდებული წიგნია, რომელშიც ცხადდება მდუმარებით ნაქადაგები ღმერთი
ადამიანი თვითონ უძლურია შეასრულოს ღვთის მცნებები, ამიტომაა ნათქვამი: „ითხოვეთ და მოგეცემათ“. თუ ჩვენ არ ვითხოვთ, საკუთარ თავს ვიტანჯავთ და ვაკარგვინებთ სულიწმიდის მადლს; მადლის გარეშე კი სული შფოთავს, იმიტომ რომ ვერ იმეცნებს ღვთის... იხილეთ სრულად
უპირატესი ადგილი მიანიჭე ღმერთს, შემდეგ კი მოძღვარს, მიწიერ ქრისტეს, შენი ცხოვრების წინამძღოლს. ფრთებასხმულმა იჩქარე მისკენ, დაემორჩილე უსიტყვოდ, იხარე მასთან ერთად, როცა ზევით აღემართები და დაემორჩილე დაცემისას, რომ შიშით შეპყრობ... იხილეთ სრულად
მომავალში და ძალზე მალე, ჩვენ უფრო წმიდად და სრულყოფილად ვეზიარებით, როცა სიტყუა ჩვენთან ერთად შესვამს ამ ახალ სასუმელს მამის სასუფეველში, განგვიცხადებს და მოგვანიჭებს რა იმას, რაც ამჟამად ჩვენდა მხოლოდ გარკვეულწილად არის გაცხადებ... იხილეთ სრულად
ამაღლებულ ღვაწლთა შორის კაცობრივი გონება ოდენ ხატს ჭვრეტს ჭეშმარიტებისა ისე, როგორც უძლური მზერა ხედავს მზის ანარეკლს წყლის ზედაპირზე.
გამუდმებით გახსოვდეს საშინელი სიკვდილი, ისე, თითქოს იგი თვალთა წინაშე გიდგას და მას ნაკლებად მრისხანეს შეხვდები.
წმიდა სამების შემდეგ მეორადი ნათელნი, რომელთაც სამეუფო დიდება აქვთ, ნათელი, უხილავი ანგელოზები არიან. ისინი თავისუფლად მიმოიქცევიან ტრაპეზის გარშემო, რადგან სწრაფად მოძრავი გონნი, ცეცხლი და ღვთაებრივი სულები არიან, რომლებიც სწრაფა... იხილეთ სრულად