წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. მაქსიმე აღმსარებელი | გამონათქვამები
62. როგორც სიკვდილის შედეგად სხეული სავსებით განეშორება ყოფით საგნებს, ასევე სრულყოფილი ლოცვის ზემოქმედებით მოკვდინებული გონება ყოველგვარ ამქვეყნიურ ზრახვას სწყდება. და თუ ამგვარი სიკვდილით არ მოკვდება, მაშინ ღმერთთან ცხოვრებასა დ... იხილეთ სრულად
61. ამბობენ, რომ ლოცვის უმაღლესი მდგომარეობაა ის, როცა ლოცვის ჟამს გონება სხეულის მიღმაა, სავსებით ვერ ხედავს და ვერ ამჩნევს წუთისოფელს. ვინც მტკიცედ ინარჩუნებს ამგვარ მდგომარეობას, ის ჭეშმარიტად დაუცხრომლად ლოცულობს.
60. თავმოყვარეობის ვნება მონაზონს თითქოსდა ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით, სხეულის დაზოგვას, საკვებთან მიმართებაში ლმობიერებას და სხეულის გონივრულ მართვას შთააგონებს, რათა, თანდათან სხეულისაკენ გადახრით, იგი ავხორცობის უფსკრულში... იხილეთ სრულად
59. ერიდე ბოროტებათა მშობელს, თავმოყვარეობას, რომელიც სხეულის უგონო სიყვარულია, რამეთუ მისგან, მოჩვენებითი სიკეთის სახით, წარმოიშობა სამი პირველი და თანდაყოლილი ვნება და დაუოკებელი გულისთქმანი, კერძოდ კი ნაყროვანება, ვერცხლოსმოყვა... იხილეთ სრულად
58. ღვთის სიყვარული თავის თანაზიარს ყოველგვარ წარმავალ სიამეს, ყოველგვარ ტანჯვასა და მწუხარებას არად მიაჩნევინებს. ამაში დაგვარწმუნებს ყველა წმინდანი, რომელთაც ამდენი ტანჯვა გადაიტანეს ქრისტეს გამო.
57. სათნოებათაგან ზოგი ხორციელია და ზოგი - სულიერი. ხორციელია: მარხვა, მღვიძარება, შიშველ მიწაზე წოლა, მსახურება, ხელსაქმის კეთება იმისათვის, რომ სხვებს არ დააწვე ტვირთად, მოწყალება გაიღო და სხვა; ხოლო სულიერია: სიყვარული, სულგრძე... იხილეთ სრულად
56. უკეთურია გონება, როცა აჰყვება სხეულს, რომელიც მისთვის დამახასიათებელი ავხორცული და ბიწიერი გრძნობებით აღეგზნება და მის ოცნებებსა და მისწრაფებებს შეერწყმება. მაღალზნეობრივი გონება კი ვნებიანი ოცნებებისა და მისწრაფებებისაგან თავ... იხილეთ სრულად
55. სულიერი თვალსაზრისით, მეჯოგე ეწოდება მოღვაწე ხალხს, რამეთუ სულიერ ცხოვრებაში ზნეობრივ, მართებულად აღსრულებულ საქმეებს აქვს მუშა ფოგის მნიშვნელობა. ამიტომ ამბობს იაკობი: "[]მეჯოგე ხალხი ვართ შენი მორჩილნი". მწყემსი კი არის შემმ... იხილეთ სრულად
54. მონაზონია ის, ვინც თავისი გონება გრძნობად საგნებს განაშორა და თავშეკავებულობით, სიყვარულით, ფსალმუნებითა და ლოცვით ღმერთს მიეახლა.
53. წმიდა წერილი გრძნობად საგნებს წუთისოფელს უწოდებს და ვისაც ამით აქვს გონება მოცული, არის წუთისოფლისა, რომლისადმი ძლიერი მიჯაჭვულობის გამო წმიდა წერილი ამბობს: "ნუ შეიყვარებ ამ წუთისოფელს, ნურც ამ წუთისოფლისას რასმე, ვინაიდან ამ... იხილეთ სრულად