52. გონება, რომელიც უფალსაა მინდობილი და ლოცვითა და სიყვარულით მასთან ჰგიებს, არის ბრძენი, კეთილი, ძლიერი, კაცთმოყვარე, მოწყალე, სულგრძელი და უბრალოდ რომ ვთქვათ, თითქმის ყველა ღვთიური თვისების მატარებელი. ხოლო ღვთისაგან განშორებულ...
იხილეთ სრულად
52. გონება, რომელიც უფალსაა მინდობილი და ლოცვითა და სიყვარულით მასთან ჰგიებს, არის ბრძენი, კეთილი, ძლიერი, კაცთმოყვარე, მოწყალე, სულგრძელი და უბრალოდ რომ ვთქვათ, თითქმის ყველა ღვთიური თვისების მატარებელი. ხოლო ღვთისაგან განშორებული და ნივთიერ საგნებთან დამეგობრებული, ავხორცობას მიცემული გონება, ან პირუტყვულია, ან მხეცური, რის გამოც ადამიანებს ებრძვის.
51. როცა შენიშნავ, რომ შენი გონება ნივთიერ საგნებში ტკბობას ჰპოვებს და მათზე სიამოვნებით ფიქრობს, იცოდე, რომ ღმერთზე მეტად შენ ისინი გიყვარს. "რამეთუ სადაცა არს საუნჯე თქვენი, მუნცა იყოს გული თქვენი", ამბობს უფალი (მათ.6,21).
50. ვინმეს უსიყვარულობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს მის სიძულვილს, ისევე როგორც ვინმეს უძულველობა არ ნიშნავს უკვე მის სიყვარულს. შეიძლება, საშუალო იყო მასთან დამოკიდებულებაში, ე.ი. არც გიყვარდეს და არც გძულდეს. რამეთუ სულში სიყვარულის გრ...
იხილეთ სრულად
50. ვინმეს უსიყვარულობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს მის სიძულვილს, ისევე როგორც ვინმეს უძულველობა არ ნიშნავს უკვე მის სიყვარულს. შეიძლება, საშუალო იყო მასთან დამოკიდებულებაში, ე.ი. არც გიყვარდეს და არც გძულდეს. რამეთუ სულში სიყვარულის გრძნობა, ჩვეულებრივ, წარმოიშობა ამ მეორე ასეულის მეცხრე თავში აღნიშნული ხუთი საწყისისაგან, რომელთაგან ერთი მოსაწონია, მეორე - ორმხრივი, და ნარჩენი სამი კი - საძრახისი.
49. ყველას, ვისაც შეურაცხმყოფელისა არც შურს, არც ურისხდება, არც ძვირად იხსენიებს, ბოროტებაზე ბოროტებით არ პასუხობს, ჯერ კიდევ არ გააჩნია მისდამი სიყვარული, რამეთუ მას შეუძლია, მცნების თანახმად, სიყვარულის გარეშეც არ მიაგოს ბოროტებ...
იხილეთ სრულად
49. ყველას, ვისაც შეურაცხმყოფელისა არც შურს, არც ურისხდება, არც ძვირად იხსენიებს, ბოროტებაზე ბოროტებით არ პასუხობს, ჯერ კიდევ არ გააჩნია მისდამი სიყვარული, რამეთუ მას შეუძლია, მცნების თანახმად, სიყვარულის გარეშეც არ მიაგოს ბოროტებას ბოროტებით. საკუთარი თავის იძულების გარეშე კი, არც ისე ადვილია, ბოროტებას სიკეთით უპასუხო, იმიტომ რომ კეთილგანწყობით მოძულეთადმი სიკეთის ქმნა მხოლოდ სრულყოფილი სულიერი სიყვარულის მქონეთა თვისებაა.
48. ვისი გონებაც დაუცხრომელად ღვთისაკენ ილტვის, მას გულისთქმა ღვთის წადილში გადაეზრდება, ხოლო გულისწყრომა კი მთლიანად ღვთის სიყვარულად ექცევა. რამეთუ, ღვთიურ ნათელთან ხანგრძლივი ერთიერთობის შედეგად, გონება სავსებით ნათლითმოსილი ხდ...
იხილეთ სრულად
48. ვისი გონებაც დაუცხრომელად ღვთისაკენ ილტვის, მას გულისთქმა ღვთის წადილში გადაეზრდება, ხოლო გულისწყრომა კი მთლიანად ღვთის სიყვარულად ექცევა. რამეთუ, ღვთიურ ნათელთან ხანგრძლივი ერთიერთობის შედეგად, გონება სავსებით ნათლითმოსილი ხდება, თავის გულისთქმის ნაწილს ავიწროებს და აშთობს. მას, როგორც აღვნიშნეთ, ღვთის წადილად და ღვთის დაუცხრომელ სიყვარულად აქცევს, რადგან გონება მთლიანად მიწიერიდან ღვთაებრივში გადაჰყავს.
47. არსებობენ საშუალებანი, რომლებიც ვნებათა მოქმედებას აბრკოლებენ და არ აძლევენ ზრდის უფლებას. ასე, მაგალითად, მარხვა, შრომა და მღვიძარება ავხორცობას არ აძლევს ზრდის უფლებას; ხოლო განმარტოება, ცოდნა, ლოცვა და ღვთის სიყვარული ამცირ...
იხილეთ სრულად
47. არსებობენ საშუალებანი, რომლებიც ვნებათა მოქმედებას აბრკოლებენ და არ აძლევენ ზრდის უფლებას. ასე, მაგალითად, მარხვა, შრომა და მღვიძარება ავხორცობას არ აძლევს ზრდის უფლებას; ხოლო განმარტოება, ცოდნა, ლოცვა და ღვთის სიყვარული ამცირებს მათ და საბოლოოდ ანადგურებს. ასევეა გულისწყრომასთან მიმართებაშიც; სულგრძელება, ძვირუხსენებლობა და სიმშვიდე ანელებს ვნებებს, ხოლო სიყვარული, მოწყალება, კეთილმოსურნეობა და კაცთმოყვარეობა ამცირებს მათ.
46. კეთილგონიერი, ფიქრობს რა ღვთის განგების განმკურნებელ ძალაზე, მადლიერებით იტანს მასზე დამტყდარ უბედურებას, თავისი ცოდვების გარდა, სხვას არავის ადანაშაულებს მასში. ხოლო უგუნური, როცა სცოდავს და ამის გამო ისჯება, თავისი უბედურები...
იხილეთ სრულად
46. კეთილგონიერი, ფიქრობს რა ღვთის განგების განმკურნებელ ძალაზე, მადლიერებით იტანს მასზე დამტყდარ უბედურებას, თავისი ცოდვების გარდა, სხვას არავის ადანაშაულებს მასში. ხოლო უგუნური, როცა სცოდავს და ამის გამო ისჯება, თავისი უბედურების მიზეზად ან ღმერთს მიიჩნევს, ან ადამიანებს და ვერ გულისხმაჰყოფს ღვთის ბრძნულ ზრახვას.
45. ზოგს განსაცდელი წარსულში ჩადენილ ცოდვათა აღსახოცად შეემთხვევა; ზოგს - აწმყოში ქმნულთა აღსაკვეთად, ზოგს კი - მომავალში აღსასრულებელთა ასარიდებლად, გარდა იმ განსაცდელისა, რომელიც ადამიანს გამოცდის მიზნით ხვდება, რაც იობს შეემთხვ...
იხილეთ სრულად
45. ზოგს განსაცდელი წარსულში ჩადენილ ცოდვათა აღსახოცად შეემთხვევა; ზოგს - აწმყოში ქმნულთა აღსაკვეთად, ზოგს კი - მომავალში აღსასრულებელთა ასარიდებლად, გარდა იმ განსაცდელისა, რომელიც ადამიანს გამოცდის მიზნით ხვდება, რაც იობს შეემთხვა.
44. განსაცდელს ადამიანთათვის ზოგჯერ სიამოვნება მოაქვს, ზოგჯერ - მწუხარება. ზოგჯერ კი - ხორციელი ტანჯვა. რამეთუ სულთა მკურნალი, თავისი განგებით, სულში არსებულ ვნებათა მიზეზის შესაბამის წამალს იყენებს.