წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. მაქსიმე აღმსარებელი | გამონათქვამები
31. დემონები საბაბს სულში არსებულ ვნებათაგან იღებენ, რათა ჩვენში ვნებიანი გულისთქმანი აღძრან. შემდეგ მათი მეშვეობით გონებას ამარცხებენ და აიძულებენ, რომ ცოდვის წადილით დაეცეს. უკვე ამაში დამარცხებული გონება გულისხმისყოფით ცოდვამდე... იხილეთ სრულად
30. ვინც სიყვარულში სრულყოფილია და უბიწოების მწვერვალს მიაღწია, არ განასხვავებს თავისას და სხვისას, ერთგულსა და ორგულს, მონასა და აზნაურს, თვით მამრობითსა და მდედრობით სქესსაც კი, არამედ, ვნებათა სიმძლავრეზე ამაღლებული, მხოლოდ ერთ... იხილეთ სრულად
29. როცა უფალი ამბობს, რომ "მე და მამა ერთი ვართ", ამით ბუნების ერთობას აღნიშნავს; ხოლო, როცა ამბობს, რომ "მე მამაში ვარ და მამა ჩემშია", მაშინ ჰიპოსტასის განუყოფლობას გვიჩვენებს. ამრიგად, ტრითეოტები (სამღმერთიანელები), გამოყოფენ ... იხილეთ სრულად
28. ძლიერია ის კაცი, ვინც ცოდნასა და ქმედებას ერთმანეთს უკავშირებს, რამეთუ მაშინ ის ავხორცობას აშთობს და გულისწყრომას ამცირებს, ხოლო ამით გონებას ფრთოვანყოფს და უფალთან ჰგიებს.
27. როცა გსურს, ღვთისმეტყველებდე, ნუ ეძიებ იმას, რასაც თავისთავად ღმერთი წარმოადგენს, რამეთუ ამას არა მარტო ადამიანურის, არამედ თვით იმ არსებათა გონებაც კი ვერ ჰპოვებს, რომელნიც ღვთის შემდეგ დგანან. შენ შეძლებისდაგვარად დაინახე ის... იხილეთ სრულად
26. გონება, რომელიც მართებულ ღვაწლმოსილ ცხოვრებას ეწევა, კეთილგონიერებაში აღწევს წარმატებას, ხოლო, როცა მართებულად ჭვრეტს, - ცოდნაში. პირველი, ამ კუთხით მოღვაწეს, სიკეთისა და ბოროტების გარჩევის უნარს ანიჭებს. მეორე, თავის თანაზიარ... იხილეთ სრულად
25. თავშეკავებულობის ჯილდოა უბიწოება, რწნმენისა- ცოდნა. უბიწოება შობს განსჯის უნარს, ხოლო ცოდნა - ღვთის სიყვარულს.
24. უფლის ყველა სიტყვა შემდეგ ოთხ რამეს მოიცავს: მცნებებს, დოგმატებს, მუქარასა და აღთქმას. და ჩვენ ყოველივე ამათ გამო ვიტანთ ცხოვრების მთელ სიმკაცრეს: მარხვას, მღვიძარებას, შიშველ მიწაზე წოლას, უსახსრობას, მორჩილებაში შრომას, წყენ... იხილეთ სრულად
23. ზოგი ვნებათაგან თავს იკავებს ადამიანური შიშის გამო, ზოგიც პატივმოყვარეობიდან გამომდინარე, ზოგი თავშეკავებულობის გამო, ხოლო ზოგი ღვთის განგებით თავისუფლდება ვნებათაგან.
22. დემონები უძლურდებიან, როცა მცნებათა აღსრულების შედეგად ჩვენში ვნებანი მცირდებიან; იღუპებიან, როცა სულის უბიწოების გამო სავსებით განიდევნებიან მისგან, რადგან მასში ისეთს ვერაფერს ნახულობენ, რის გამოც შეძლებდნენ იქ დარჩენასა და ... იხილეთ სრულად