წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. მაქსიმე აღმსარებელი | გამონათქვამები
42. თუ უეცრად განსაცდელი შეგემთხვევა, ნუ დაადანაშაულებ მას, ვისი მეშვეობითაც იგი მოვიდა, არამედ ეძიე, თუ რატომ მოვიდა და გამოსწორდები. რამეთუ მისი თუ სხვისი მეშვეობით უნდა გეგემა ღვთის მსჯავრთა ფიალის სიმწარე.
41. თითქმის ყველა ცოდვა საკუთარი თავის საამებლად წარმოიქმნება და ამიტომ ან სინანულის შედეგად, ნებსითი თუ უნებლიე შრომითა და ტანჯვით აღიხოცება, ან იმ განსაცდელის ზემოქმედებით, რომელიც ჩვენდამი ღვთის განზრახვაზეა დამოკიდებული. "ჩვენ... იხილეთ სრულად
40. ვნებათა უმოქმედობის ჟამს ამპარტავნობა წარმოიშობა, როცა მათი მიზეზები შეუმჩნეველია, ანდა როცა დემონები მზაკვრულად გარბიან.
39. ვინც კაცთა ბუნების უძლურებას ჩასწვდა, მან ღვთის შეწევნის ძალა გამოცდილებით შეიცნო. ასეთმა ადამიანმა ამ ძალის შეწევნით რაც არ უნდა გააკეთოს და რასაც არ უნდა აკეთებდეს, კაცთაგან არასდროს არავის დაამცირებს. რადგან იცის, თუ როგორ ... იხილეთ სრულად
38. ამპარტავნობის დემონს ორგვარი მზაკვრობა გააჩნია: მონაზვნებს ან იმაში არწმუნებს, რომ თავიანთი მართებული საქმეები თავის თავს მიაწერონ და არა ღმერთს, რომელიც მადლის მომნიჭებელი და კეთილმორწმუნეობის შემწეა, ანდა, როცა ისინი დემონს ... იხილეთ სრულად
37. როცა გაიგონებთ წმიდა წერილის სიტყვებს: "რომელმან მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ" (რომ.2,6.), გახსოვდეთ, რომ ღმერთი სიკეთით მოგაგებთ არა იმისათვის, რაც უკეთური განზრახვით კეთდება, თუმცა, შეიძლება, ის სიკეთედ გეჩვენებოდეთ... იხილეთ სრულად
36. ყველა ჩვენს ქმედებაში ღმერთი განზრახვას ხედავს; მისთვის ვაკეთებთ ჩვენ ამას[] თუ იმ მიზეზის გამო.
35. ადამიანურ ქმედებათა შორის ბევრი სიკეთეა თავისთავად, მაგრამ რაღაც მიზეზით უკეთურებად იქცევა. მაგალითად, მარხვა და მღვიძარება, ლოცვა და ფსალმუნება, მოწყალება და უცხოთა შევრდომა, თავისთავად კეთილი საქმეებია, მაგრამ როცა ყოველივე ... იხილეთ სრულად
34. სათნოებებში ღვაწლისათვის ჯილდოა უბიწოება და ცოდნა. როგორც ესენია ჩვენთვის ცათა სასუფევლის მიზეზი, ასევე ვნებები და უცოდინრობა - ჯოჯოხეთის ტანჯვათა. ამიტომ, ვინც მათ ამქვეყნიური დიდებისათვის ეძიებს და არა იმისათვის, რომ ეს სიკე... იხილეთ სრულად
32. სიკეთისაკენ სამი საწყისი გვიბიძგებს: ბუნებით მონიჭებული სიკეთე, წმინდა ძალნი და კეთილი ნება. ბუნებით მინიჭებული სიკეთეა, როცა, მაგალითად, ისე ვექცევით ადამიანებს, როგორც გვსურს, ჩვენ გვექცეოდნენ. ანდა როცა ადამიანს სივიწროვესა... იხილეთ სრულად