წმ. ანტონი დიდი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ანტონი დიდი - ციტატები, გამონათქვამები წმ. ანტონი დიდი | გამონათქვამები, ციტატები
133. ღმერთმა ადამიანს შეუქმნა მთელი ცა და ამკობენ მას ვარსკვლავები. ადამიანის გამო შექმნა მან მიწა, რასაც თავისთვის ამუშავებენ კაცნი. ისინი, რომლებიც ვერ გრძნობენ ღვთის ესოდენ წინაგანგებას, სულით უგუნურნი არიან.
132. მხოლოდ ადამიანისას ისმენს ღმერთი; მხოლოდ ადამიანს უჩნდება ღმერთი. კაცთმოყვარეა ღმერთი; სადაც არ უნდა იყოს ადამიანი, ღმერთიც იქვეა. მხოლოდ ადამიანია ღვთის ღირსეული თაყვანისმცემელი. ადამიანის გამო ფერისმცვალებლობს ღმერთი (აქ მი... იხილეთ სრულად
131. ისევე როგორც მკვდარია სხეული სულის გარეშე, ასევე სულიც გონითობის გარეშე უმოქმედოა და არ ძალუძს მას, რომ ღმერთი დაიმკვიდროს (ე.ი. ღმერთი იწილხვედროს).
130. ვისაც გონება აქვს, იცის თავისი თავი, თუ რა არის (რომ ადამიანი ხრწნადია), ხოლო თავისი თავის მცოდნემ ყოვლიერება იცის (რომ ღვთის ქმნილებაა იგი და რომ შექმნილია ადამიანის ცხონებისათვის), რადგან ყოვლის შეცნობა და მართლად რწმენა ად... იხილეთ სრულად
129. არავინ, ვინც კეთილია, სამარცხვინო არაა, მაგრამ ვინც კარგი არ არის, უთუოდ უკეთურია და სხეულისმოყვარე, ხოლო ადამიანის პირველი სათნოება ესაა ხორცის მოძაგება, რადგან წუთიერთაგან, ხრწნადთაგან და ნივთიერთაგან ნებაყოფლობითი და არა უ... იხილეთ სრულად
128. თვალი ხილულს ხედავს, გონება კი უხილავს შეიცნობს, რადგან ღვთისმოყვარე გონება სინათლეა სულისა. ამიტომ, ვისაც ღვთისმოყვარე გონება აქვს, გულით განათლებულია და თავისი გონებით ხედავს ღმერთს.
127. მხოლოდ ერთი რამის შესაძლებლობა არა აქვს ადამიანს, რომ მოკვდავი არ იყოს, თუმცა შეუძლია კი, შეერთოს ღმერთს, თუ იფიქრებს, რომ შემძლეა ამისა, რადგან რაჟამს ადამიანი, ინებებს რა, შეიმეცნებს, ირწმუნებს და შეიყვარებს ღმერთს, ღირსეულ... იხილეთ სრულად
126. განჩინებაა ღვთისა, რომ ხორცის გაზრდის შემდეგ სული გონებით აღივსოს, რათა ადამიანმა კარგისა და ცუდისგან ღვთისთვის სათნო გამოირჩიოს, ხოლო ის სული, რომელიც კარგს არ აირჩევს, გონების არმქონეა. ასე რომ, ყველა სხეულს აქვს სული, მაგ... იხილეთ სრულად
125. ღმერთმა, მარადის კეთილმა და უშურველმა, უფლებამოსილება მისცა ადამიანს კეთილისა და ბოროტისა, მიანიჭა რა მას ცოდნა, რომ განეჭვრიტა ქვეყნიერება და ყოველივე, რაც მასშია, და ამ გზით შეეცნო იგი, ვინც შექმნა ყოვლიერება ადამიანისთვის,... იხილეთ სრულად
124. ადამიანი ისაა, ვინც შეიცნობს, თუ რა არის სხეული (რომ ხრწნადია იგი და სწრაფწარმავალი), რადგან ამგვარი ვინმე სულსაც იმეცნებს (რომ საღვთოა იგი, უკვდავია და როგორც ღვთისაგანი შთაბერილობა, სხეულთანაა თანაშეკრული სხეულისვე გამოსაცდ... იხილეთ სრულად