წმ. ანტონი დიდი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ანტონი დიდი - ციტატები, გამონათქვამები წმ. ანტონი დიდი | გამონათქვამები, ციტატები
153. ადამიანი მეცნიერებითა და ცოდნით აღავსო ღმერთმა, რომელიც ცდილობს განწმინდოს მისი ვნებები და თვითარჩევითი ბოროტება, სურს რა, რომ თავისი სიკეთის შედეგად, მოკვდავი უკვდავებაში გადაიყვანოს.
152. ღვთის ცოდნა და მისი შიში ნივთის ვნებათა მაკურნებელია, რადგან როდესაც სულთან თანამყოფია უმეცრება ღვთისა, უკურნებლად დარჩენილი ვნებები ალპობს სულს, რომელიც ხანიერი წყლულის მსგავსად ლპება ბოროტების შედეგად, ამაში კი უდანაშაულოა ... იხილეთ სრულად
151. კეთილმსახურმა სულმა იცის ყოველთა ღმერთი, რადგან სხვა არაფერია კეთილმსახურება, თუ არა აღსრულება ღვთის ნებისა, რაც ნიშნავს, რომ ცოდნა ღვთისა ეს იგივეა, ვიყოთ უშურველნი, კეთილგონიერნი, მდაბალნი, ძალისამებრ გამცემნი, გახსნილნი, კ... იხილეთ სრულად
150. ღმერთი კეთილია, უვნებო და უცვალებელი, ხოლო თუ ვინმე, ერთი მხრივ, კეთილგონივრულად და ჭეშმარიტად სჯის, რომ უცვალებელია ღმერთი, მაგრამ, მეორე მხრივ, ვერ არკვევს იმას, თუ როგორღა ხარობს მაშინ იგი კეთილთა გამო და როგორ განელტვის უ... იხილეთ სრულად
149. ისევე როგორც უმოქმედო სპილენძი, რასაც აღარ მიაგებენ ჯეროვან მზრუნველობას, ხანგრძლივი შეფუთვისა და გამოუყენებლობის გამო მასზე გაჩენილი ჟანგისგან ლპება და უვარგისი და უსახური ხდება, ამგვარადვე, უმოქმედო სულიც, რომელიც არ ზრუნავ... იხილეთ სრულად
148. ცოდვის სათავე გულისთქმაა, რითაც იღუპება მოაზროვნე სული, ხოლო ცხონებისა და ცათა სასუფევლის სათავე სულისთვის სიყვარულია.
147. ისინი, რომლებმაც სამოსელი ტალახში ამოსვარეს, მათთან შემხებთა პერანგსაც აჭუჭყიანებენ. ამგვარადვე ისინიც, რომლებიც არჩევანით უკეთურნი არიან და საქმიანობით მრუდენი, თანამყოფობენ რა მარტივთა გვერდით და ესაუბრებიან რა არაჯეროვანთა... იხილეთ სრულად
146. მოაზროვნე სული, ნივთიერი შესაქმისა და სწრაფწარმავალი ცხოვრების მომძაგებელი, ზეციურ შვებასა და საუკუნო ცხოვრებას ირჩევს და ღირსეული მოღვაწეობის შედეგად იღებს მას ღვთისგან.
145. სხეულის სიცოცხლე და ამა ყოფის მეტისმეტ სიმდიდრესა და ძალაუფლებაში განცხრომა სიკვდილი ხდება სულისთვის. ხოლო მადლიერებითი დამაშვრალობა, მოთმინება, შეჭირვება და სხეულის სიკვდილი სულის სიცოცხლეა და საუკუნო შვება.
144. ჭეშმარიტად მოაზროვნე სული, ხედავს რა უკეთურთა კეთილდღეობას და უღირსთა ბედნიერ ყოფას, არ მშფოთვარებს მათი ამცხოვრებისეული განცხრომის წარმოდგენისას, როგორც ეს ემართებათ განსჯის უნარს მოკლებულ ადამიანებს, რადგან ნათლად უწყის მან... იხილეთ სრულად