6. შეიძლება თუ არა გულისნადების გამხელა მრავალთათვის?
link
170. როდესაც მადლიერებით დაწვები საკუთარ საწოლზე და შენთვის ჩაუფიქრდები ღვთის ქველმოქმედებასა და ესოდენ წინაგანგებულებას, კეთილი აზრით აღვსილი უფრო მეტად გაიხარებ და ხორცილი ძილი სულის მღვიძარებად გექცევა შენ, ხოლო თვალების მილულვ...
იხილეთ სრულად
170. როდესაც მადლიერებით დაწვები საკუთარ საწოლზე და შენთვის ჩაუფიქრდები ღვთის ქველმოქმედებასა და ესოდენ წინაგანგებულებას, კეთილი აზრით აღვსილი უფრო მეტად გაიხარებ და ხორცილი ძილი სულის მღვიძარებად გექცევა შენ, ხოლო თვალების მილულვა - ჭეშმარიტ ღვთისმხილველობად; ამასთან, შენი დუმილი, სიკეთით სავსექმნილი, მთელი სულითა და ძალით მოგანიჭებს შენ ზეაზიდულს, გრძნობად დიდებას ყოველთა ღვთისას, რადგან ადამიანისგან ბოროტების აღმოფხვრის შემდეგ, მასში მხოლოდღა ...
169. მოკვდავნი თავიანთ თავს მტრობენ (ე.ი ამქვეყნიურ ვნებად სიამეებში ამყოფებენ, მიუხედავად იმისა, რომ იციან სიკვდილის გარდუვალობა), წინდაწინ იციან რა, რომ არსებობს სიკვდილი; უკვდავება წმინდა სულს შთაენერგება იქიდან, რომ კეთილია იგ...
იხილეთ სრულად
169. მოკვდავნი თავიანთ თავს მტრობენ (ე.ი ამქვეყნიურ ვნებად სიამეებში ამყოფებენ, მიუხედავად იმისა, რომ იციან სიკვდილის გარდუვალობა), წინდაწინ იციან რა, რომ არსებობს სიკვდილი; უკვდავება წმინდა სულს შთაენერგება იქიდან, რომ კეთილია იგი, მაშინ როცა მოკვდავობა (აქ "მოკვდავობა" გულისხმობს სულიერ დაღუპვას და არა არსებობის მოსპობას), სწორედ იმიტომ შეემთხვევა უგუნურსა და უბადრუკ სულს, რომ ბოროტია იგი.
168. ისევე როგორც შობაში არის ვნება, რადგან რაც კი ამ ცხოვრებაში წარმოიშვება, იხრწნება კიდეც, ამგვარადვე არის ვნებაში ბოროტება. მაგრამ ნუ იტყვი, რომ არ შეუძლია ღმერთს ბოროტების აღმოფხვრა, რადგან ამის მთქმელი უგრძნობოდ და უგუნურად ...
იხილეთ სრულად
168. ისევე როგორც შობაში არის ვნება, რადგან რაც კი ამ ცხოვრებაში წარმოიშვება, იხრწნება კიდეც, ამგვარადვე არის ვნებაში ბოროტება. მაგრამ ნუ იტყვი, რომ არ შეუძლია ღმერთს ბოროტების აღმოფხვრა, რადგან ამის მთქმელი უგრძნობოდ და უგუნურად მეტყველებს. არ იქნებოდა მართებული, რომ ღმერთს მოესპო ნივთიერება იმ მიზეზით, რომ ნივთიერებაშია ეს ვნებები, თუმცა ღმერთმა ჯეროვნად მოუსპო ადამიანებს ბოროტება იმით, რომ გონება, მეცნიერება, ცოდნა და სიკეთის განმრჩეველობა მიჰ...
167. როდესაც გაიცოცხლებ რაიმე სიამოვნების წარმოსახვას, დაიცავი შენი თავი, რომ მყისვე არ გახდე წარტაცებული მისგან, არამედ მცირედით დაახანე, გაიხსენე სიკვდილი და დაფიქრდი, რაოდენ უმჯობესია შეიცნო საკუთარი თავი, _ სიამოვნებისეული საც...
იხილეთ სრულად
167. როდესაც გაიცოცხლებ რაიმე სიამოვნების წარმოსახვას, დაიცავი შენი თავი, რომ მყისვე არ გახდე წარტაცებული მისგან, არამედ მცირედით დაახანე, გაიხსენე სიკვდილი და დაფიქრდი, რაოდენ უმჯობესია შეიცნო საკუთარი თავი, _ სიამოვნებისეული საცთურის დამმარცხებელი.
166. იმათი მიზეზით, რომლებიც უღვთოდ ამბობენ, რომ მცენარეც და მწვანილიც სულიერია, დავწერე მე ეს თავი უმარტივესთათვის საცოდნელად: მცენარეებს აქვთ ბუნებითი სიცოცხლე, მაგრამ სული არა აქვთ, ხოლო ადამიანი "მოაზროვნე ცოცხალ არსებად" ითქმ...
იხილეთ სრულად
166. იმათი მიზეზით, რომლებიც უღვთოდ ამბობენ, რომ მცენარეც და მწვანილიც სულიერია, დავწერე მე ეს თავი უმარტივესთათვის საცოდნელად: მცენარეებს აქვთ ბუნებითი სიცოცხლე, მაგრამ სული არა აქვთ, ხოლო ადამიანი "მოაზროვნე ცოცხალ არსებად" ითქმის, რადგან აქვს მას გონება და მიმღებია მეცნიერებისა. რაც შეეხება სხვა ცოცხალ არსებებს, რომლებიც კი მიწაზე და ჰაერში არიან, ხმას გამოსცემენ ისინი, რადგან სუნთქვა აქვთ და სული (სული აქ სუნთქვის მნიშვნელობითაა), ხოლო ყველაფ...
165. სიკეთე გაუკეთე შენს შეურაცხმყოფელს და მეგობრად გეყოლება ღმერთი. ნურავის წინაშე ნუ განაქიქებ შენს მტერს, იღვაწე სიყვარული, კეთილგონიერება, მოთმინება, თავშეკავება და სხვა ამგვარი, რადგან სწორედ ესაა ღვთის ცოდნა _ მდაბალცნობიერე...
იხილეთ სრულად
165. სიკეთე გაუკეთე შენს შეურაცხმყოფელს და მეგობრად გეყოლება ღმერთი. ნურავის წინაშე ნუ განაქიქებ შენს მტერს, იღვაწე სიყვარული, კეთილგონიერება, მოთმინება, თავშეკავება და სხვა ამგვარი, რადგან სწორედ ესაა ღვთის ცოდნა _ მდაბალცნობიერებით და სხვა ამგვარით თანმიყოლა ღვთისადმი, ხოლო ამგვარი რამ არათუ ნებისმიერის საქმეა, არამედ _ შემმეცნებელი სულისა.
164. ღმერთს ცნობს და ღვთის მიერ იცნობა ის ადამიანი, რომელიც ცდილობს ყოვლითურთ განუყრელი იყოს ღვთისგან, ხოლო ღვთისგან განუყრელი ის ადამიანი ხდება, რომელიც არის ყოველგვარად კეთილი და ყველა სიამოვნების მომთოკველი, თუმცა არა ამათი მოხ...
იხილეთ სრულად
164. ღმერთს ცნობს და ღვთის მიერ იცნობა ის ადამიანი, რომელიც ცდილობს ყოვლითურთ განუყრელი იყოს ღვთისგან, ხოლო ღვთისგან განუყრელი ის ადამიანი ხდება, რომელიც არის ყოველგვარად კეთილი და ყველა სიამოვნების მომთოკველი, თუმცა არა ამათი მოხვეჭის ვერშემძლეობის გამო, არამედ საკუთარი ნებისა და თავშეკავების წყალობით.