წმ. ანტონი დიდი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ანტონი დიდი - ციტატები, გამონათქვამები წმ. ანტონი დიდი | გამონათქვამები, ციტატები
163. თუ შეიცნობ შენს თავში უკეთურ საქმეებს, კეთილთა მოლოდინით მოიკვეთე ისინი შენი სულისგან, რადგან სამართლიანია ღმერთი და კაცთმოყვარე.
162. სახელი არის მრავალთაგან ერთის აღმნიშვნელი. ამის გამო, უგუნურებაა იმის ფიქრი, რომ ღმერთს, რომელიც ერთია და მხოლო, სხვა სახელი ჰქონდეს, რადგან "ღმერთი" ამას აღნიშნავს: დაუსაბამოს, ადამიანის გამო ყოვლიერების დამბადებელს.
161. წმინდანად იწოდება ის, ვინც განწმენდილია ბოროტებისა და ცოდვათაგან. ასე რომ, სულის უდიდესი წარმატება და ღვთისადმი სათნოყოფა ესაა ადამიანში ბოროტების არარსებობა.
160. არაა რთული ღვთის შეცნობა იმისთვის, ვინც მორწმუნეა და ამის მსურველი, ხოლო თუ გინდა, რომ იხილო კიდეც ღმერთი, განჭვრიტე ყოველივე იმის კეთილშობილება და წინაგანგებულება, რაც მისი სიტყვით შეიქმნა და იქმნება, ხოლო ეს ყველაფერი ადამი... იხილეთ სრულად
159. მხოლოდ ადამიანია მიმღები ღვთისა, რადგან მხოლოდ ამ ცოცხალ არსებას ეზრახება ღმერთი, _ ღამით სიზმრებში, დღისით კი გონების გზით, _ და ყოველთა მიერ სწორედ თავის ღირს ადამიანებს აუწყებს და მიანეიშნებს იგი წინასწარ სამომავლო სიკეთეთ... იხილეთ სრულად
158. სულის უდიდესი და უკურნებელი სნეულება და წარწყმედა ესაა უღმერთობა და დიდებისმოყვარეობა, რადგან ბოროტების მოსურვება ნაკლებობაა სიკეთისა, ხოლო სიკეთე ესაა უშურველად აღსრულება ყველა იმ კარგი საქმისა, რაც ესათნოება ყოველთა ღმერთს.
157. ფიქრისეული წადილი ძირია წყვდიადის მონათესავე ვნებებისა და სულიც, მოწადინების ფიქრში მყოფი, უმეცარია თავისი თავისა, _ რომ ღვთის შთაბერილობაა იგი, თუმცა კი აგრერიგად მიექანება ცოდვისაკენ, არ უფიქრდება რა, ეს უგუნური, სიკვდილის... იხილეთ სრულად
156. ქვეყნიერების მპყრობელი ღვთის წინაგანგებაა და არ არსებობს არც ერთი ადგილი წინაგანგებას მოკლებული, ხოლო წინაგანგება ესაა ღვთის თვითსრული სიტყვა (ძე ღმერთი), დამსახველი სოფლად შემომავალი ნივთისა და ყოველივე არსებულის დამბადებელი... იხილეთ სრულად
155. უხრწნელების გვირგვინი, სათნოება და ცხონება ადამიანისა, ესაა კეთილწადიერად და მადლიერებით დათმენა უბედურებისა, ხოლო ალაგმვა რისხვისა, ენისა, მუცლისა და სიამეთმოყვარეობისა უდიდესი შემწეობაა სულისთვის.