123. ადამიანს, როგორც ბოროტსა და უსამართლოს, შეუძლია, რომ მოკლას, მაგრამ ღმერთი არ აჩერებს სიცოცხლის მინიჭებას თვით უღირსებისთვისაც კი, რადგან მან, როგორც ბუნებით უშურველმა და კეთილმა, განიზრახა ქვეყნიერების შექმნა და შეიქმნა კიდე...
იხილეთ სრულად
123. ადამიანს, როგორც ბოროტსა და უსამართლოს, შეუძლია, რომ მოკლას, მაგრამ ღმერთი არ აჩერებს სიცოცხლის მინიჭებას თვით უღირსებისთვისაც კი, რადგან მან, როგორც ბუნებით უშურველმა და კეთილმა, განიზრახა ქვეყნიერების შექმნა და შეიქმნა კიდეც, რაც კვლავაც ქმნადობს ადამიანისა და მისი ცხონების გამო.
link
122. კერპთა მოთაყვანეებს რომ შეეცნოთ და გულით დაენახათ, რას სცემდნენ თაყვანს, არ შეცდებოდნენ ეს უბადრუკნი კეთილმსახურებისგან, არამედ ღვთისგან ქმნილთა და ქმნადთა კეთილშემკობილობის, წესრიგისა და წინაგანგების განმჭვრეტნი შეიმეცნებდნე...
იხილეთ სრულად
122. კერპთა მოთაყვანეებს რომ შეეცნოთ და გულით დაენახათ, რას სცემდნენ თაყვანს, არ შეცდებოდნენ ეს უბადრუკნი კეთილმსახურებისგან, არამედ ღვთისგან ქმნილთა და ქმნადთა კეთილშემკობილობის, წესრიგისა და წინაგანგების განმჭვრეტნი შეიმეცნებდნენ კიდეც იმას, ვინც შექმნა ეს ყოველივე ადამიანისთვის.
121. რასაც კი აკეთებს ღმერთი, როგორც კეთილი, ადამიანისთვის აკეთებს, - კარგსაც და ცუდსაც. იმისათვის, რომ არ გიკვირდეს უკეთურთა კეთილდღეობა, იცოდე, რომ ისევე როგორც ქალაქები აძლევენ სარჩოს ჯალათებს, თუმცა კი ამით მათ უსაშინლეს არჩევ...
იხილეთ სრულად
121. რასაც კი აკეთებს ღმერთი, როგორც კეთილი, ადამიანისთვის აკეთებს, - კარგსაც და ცუდსაც. იმისათვის, რომ არ გიკვირდეს უკეთურთა კეთილდღეობა, იცოდე, რომ ისევე როგორც ქალაქები აძლევენ სარჩოს ჯალათებს, თუმცა კი ამით მათ უსაშინლეს არჩევანს როდი აქებენ, არამედ სწორედ მათ მიერ სჯიან იმათ, რომლებიც სასჯელს იმსახურებენ, ამგვარადვე ღმერთიც ანებებს უკეთურ ადამიანებს, იბატონონ, ამ ცხოვრებაზე, რომ მათი გზით დაისაჯოს, ვინც უღირსია, თუცმა შემდეგ ესენიც სასჯელს გ...
120. წინაგანგებაა ის, რაც საღვთო აუცილებლობის შესაბამისად ხდება, როგორც, მაგალითად, ყოველდღიური ამოსვლა და ჩასვლა მზისა და მიწისგან ნაყოფის აღმოცენება. ამგვარადვე, თავის მხრივ, რჯულად ის ითქმის, რაც ადამიანური აუცილებლობის შესაბამ...
იხილეთ სრულად
120. წინაგანგებაა ის, რაც საღვთო აუცილებლობის შესაბამისად ხდება, როგორც, მაგალითად, ყოველდღიური ამოსვლა და ჩასვლა მზისა და მიწისგან ნაყოფის აღმოცენება. ამგვარადვე, თავის მხრივ, რჯულად ის ითქმის, რაც ადამიანური აუცილებლობის შესაბამისად ხდება, ყველაფერი კი სწორედ ადამიანის გამო შეიქმნა. (ამ სიტყვების აზრი ისაა, რომ, ერთი მხრივ, წინაგანგება აღნიშნავს საღვთო აუცილებლობის შესაბამისად აღსრულებულ მოვლენებს, რაც შეიძლება არ უკავშირდებოდეს უშუალოდ ადამიან...
119. სულის უგრძნობლობა და სისულელე უმეცრებაა ღვთისა, რადგან ბოროტება სწორედ უმეცრებისგან იშვება, ხოლო სიკეთე ღვთისმცოდნეობისგან შთაარსდება ადამიანებში და აცხოვნებს სულს. ამიტომ, თუ იმას ეცდები, რომ არ შეისრულო შენი სურვილები, როგო...
იხილეთ სრულად
119. სულის უგრძნობლობა და სისულელე უმეცრებაა ღვთისა, რადგან ბოროტება სწორედ უმეცრებისგან იშვება, ხოლო სიკეთე ღვთისმცოდნეობისგან შთაარსდება ადამიანებში და აცხოვნებს სულს. ამიტომ, თუ იმას ეცდები, რომ არ შეისრულო შენი სურვილები, როგორც მღვიძარემ და ღვთის შემცნობმა, სათნოებათა მიმართ გექნება გონება, მაგრამ თუ დაეშურები იმას, რომ შენი უკეთური სურვილები სიამტკბილობით შეისრულო, ღვთის უმეცრებით მთვრალი წარწყმდები როგორც პირუტყვი, არ ფიქრობ რა იმ გასაჭირზ...
118. სხეულის მხედველობის ორგანო თვალებია, სულის მხედველობის ორგანო კი - გონება, და როგორც უთვალო სხეული ბრმაა და ვერ ხედავს მზეს, რომელიც მთელ ამ მიწასა და ზღვას ანათებს, არცთუ ის ძალუძს, რომ სინათლით დატკბეს, ამგვარადვე სულიც, კე...
იხილეთ სრულად
118. სხეულის მხედველობის ორგანო თვალებია, სულის მხედველობის ორგანო კი - გონება, და როგორც უთვალო სხეული ბრმაა და ვერ ხედავს მზეს, რომელიც მთელ ამ მიწასა და ზღვას ანათებს, არცთუ ის ძალუძს, რომ სინათლით დატკბეს, ამგვარადვე სულიც, კეთილი გონებისა და ღირსეული მოღვაწეობის არმქონე, ბრმაა და ვერ ცნობს ყოვლიერების შემოქმედ და კეთილმოქმედ ღმერთს, არცთუ ადიდებს მას და არც ის ძალუძს, რომ მისეული უხრწნელებითა და საუკუნო სიკეთეებით დატკბეს.
117. სულთან შეერთებული სხეული მუცლის სიბნელიდან სინათლეზე გამოდის, ხოლო სხეულს შეერთებული სული სხეულის წყვდიადს თანაშეეკვრის. ამიტომ, საჭიროა მოვიძაგოთ და განვსწავლოთ სხეული როგორც სულის მტრად და მეტოქედ მყოფი, რადგან სანოვაგეთა დ...
იხილეთ სრულად
117. სულთან შეერთებული სხეული მუცლის სიბნელიდან სინათლეზე გამოდის, ხოლო სხეულს შეერთებული სული სხეულის წყვდიადს თანაშეეკვრის. ამიტომ, საჭიროა მოვიძაგოთ და განვსწავლოთ სხეული როგორც სულის მტრად და მეტოქედ მყოფი, რადგან სანოვაგეთა და საამურ საჭმელთა სიმრავლე უკეთურ ვნებებს აღუძრავს ადამიანს, ხოლო მუცლის მოზღუდვა ამდაბლებს ვნებებს და აცხოვნებს სულს.
116. ისევე როგორც დედის მუცლისგან დასრულების გარეშე გამოსულ სხეულს არ ძალუძს გაზრდა, ასევე სხეულიდან გამოსულ იმ სულსაც, რომელიც ღირსეული მოღვაწეობის გზით არ წარმატებულა ღვთის ცოდნაში, არ ძალუძს ცხონდეს ან ღმერთს შეერთოს.
115. როგორც ეპყრობი სულს, სხეულში მყოფს, ასევე მოგეპყრობა ისიც შენ, სხეულიდან გასული, რადგან ვინც აქ სხეულს კარგად და განცხრომით ეპყრობა, თავის თავს ცუდად მოეპყრო იგი სიკვდილის შემდეგ, ვინაიდან დაგმო მან თავისი სული როგორც უგუნურმ...
იხილეთ სრულად
115. როგორც ეპყრობი სულს, სხეულში მყოფს, ასევე მოგეპყრობა ისიც შენ, სხეულიდან გასული, რადგან ვინც აქ სხეულს კარგად და განცხრომით ეპყრობა, თავის თავს ცუდად მოეპყრო იგი სიკვდილის შემდეგ, ვინაიდან დაგმო მან თავისი სული როგორც უგუნურმა.
114. ისევე როგორც მუცელში დასრულებული სხეული აუცილებლად უნდა იშვას, ამგვარადვე სულიც, სხეულში ღვთივგანსაზღვრული ჟამის აღმსრულებელი, აუცილებლად უნდა გამოვიდეს სხეულიდან.