წმ. ანტონი დიდი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ანტონი დიდი - ციტატები, გამონათქვამები წმ. ანტონი დიდი | გამონათქვამები, ციტატები
103. უკეთურ კაცს უყვარს ანგარება, მოიძაგებს კი სამართლიანობას, არ იაზრებს რა არც ამ ცხოვრების უმტკიცობას, უმდგრადობასა და სწრაფწარმავლობას, არცთუ სიკვდილის მოუსყიდველობასა და ულმობელობას უფიქრდება იგი. თუ, ამასთან, მოხუცი კაცია მა... იხილეთ სრულად
102. ღმერთი კეთილია, ადამიანი - უკეთური. არაფერია ბოროტი ცაში, არაფერია კეთილი მიწაზე (იგულისხმება, რომ რაც მიწისეულია, კერძოდ უსულო ნივთიერებანი, თავისთავად არანაირი სიკეთის შემცველი არაა, თუმცა ადამიანს ძალუძს, რომ კეთილად მოიხმ... იხილეთ სრულად
101. განსჯის უნარს მოკლებული სული, უკვდავად მყოფი და მეპატრონე სხეულისა, გემოთმოყვარეობის გამო ემონება სხეულს, ვერ ხვდება რა, რომ სხეულის შვება დაზიანებაა სულისა, და იგი, გრძნობადაკარგული და გასულელებული, სხეულის შვებაზე ზრუნავს.
100. სიკეთეებს ადამიანი იღებს ღვთისგან როგორც კეთილისგან, რადგან სწორედ ამის გამო შექმნა იგი ღმერთმა. რაც შეეხება უკეთურებებს, ისინი თვით ადამიანმა მოუზიდა თავის თავს თავისივე თავისგან და თავისვე თავში არსებული ბოროტებისგან, სიამე... იხილეთ სრულად
99. როდესაც ღმერთმა თვითუფლებრივად შექმნა ადამიანი, როგორც უშურველმა და კეთილმა, მიანიჭა კიდეც მას შემძლეობა იმისა, რომ სურვილისამებრ გამხდარიყო სათნო ღვთისა, ღმერთს კი ის ესათნოება, რომ ადამიანში არ იყოს ბოროტება. მართლაც, თუ ად... იხილეთ სრულად
98. სული იმყოფება სხეულში, სულში კი არის გონება, ხოლო გონებაში - სიტყვა, რომელთა მიერ შემეცნებული და განდიდებული ღმერთი უკვდავყოფს სულს, ანიჭებს რა მას უხრწნელებასა და შვებას, რადგან ღმერთმა ოდენ სიკეთისა გამო მიჰმადლა არსებობა ქმ... იხილეთ სრულად
97. სულის უდიდესი სნეულება, დაღუპვა და წარწყმედა არის არცოდნა ღვთისა, რომელმაც ყოველივე შექმნა ადამიანისთვის და მიუბოძა მას გონება და სიტყვა; ამათ მიერ ზეაფრენილი ადამიანი ღმერთს შეერთვის, შეიმეცნებს რა და ადიდებს მას.
96. ის სულები, რომლებიც აზროვნების მიერ არ ილაგმებიან და გონების მიერ არ იმართებიან, რომ ამ გზით ჩაიხშოს, მოითოკოს და იმართოს მათი ვნებები (ესე იგი მათი წუხილი და სიამეთმოსურნეობა), ასეთი სულები პირუტყვი ცხოველების მსგავსად იღუპებ... იხილეთ სრულად
95. სხეულს შემსჭვალული სული მყისვე წუხილითა და გემოთმოყვარეობით ბნელდება და წარიწყმიდება, ეს წუხილი და გემოთმოყვარეობა კი თითქოსდა სითხეებია სხეულისა (აქ იგულისხმება, რომ როგორც სხეულებრივი სითხეები იწვევენ ფიზიოლოგიური დუღილის პრ... იხილეთ სრულად
94. გონება სული არ არის, არამედ საბოძვარი ღვთისა, სულის მხსნელი. ღვთისსათნო გონება წინ მიურბის სულს და მოძღვრავს მას, რომ, ერთი მხრივ, მოიძაგოს წუთიერნი, ნივთიერნი და ხრწნადნი, მეორე მხრივ კი, შეეტრფოდეს საუკუნო, უხრწნელ და უნივთ... იხილეთ სრულად