წმ. ანტონი დიდი - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ანტონი დიდი - ციტატები, გამონათქვამები წმ. ანტონი დიდი | გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

წმ. ანტონი დიდი
თემა: სიცოცხლე

93. სიცოცხლე ესაა გონების, სულისა და სხეულის ერთობა და თანაშერთვა, სიკვდილი კი არის არა თანაშერთულთა მოსპობა, არამედ დარღვევა მათი კავშირისა, რადგან ღვთისგან ნარჩუნდება ყველა მათგანი რღვევის შემდეგაც. სიცოცხლე ესაა გონების, სულისა და სხეულის

link
წმ. ანტონი დიდი

92. ჩვენმა ღმერთმა ზეცაში მყოფთ უკვდავება მიჰმადლა, ამქვეყნად მკვიდრთ კი ცვალებადობა შეუქმნა. ყველაფერს სიცოცხლე და მოძრაობა მიანიჭა მან, მაგრამ ყველაფერი ეს - ადამიანისთვის. ამიტომაც, ნუ მიგიტაცებს ამქვეყნიური ზმანება ეშმაკისა, უ... იხილეთ სრულად

link
წმ. ანტონი დიდი
თემა: ბოროტება

91. ბოროტება ბუნებას თან ახლავს, როგორც ჟანგი სპილენძს და ჭუჭყი სხეულს, მაგრამ არც სპილენძის ოსტატს შეუქმნია ჟანგი, არც მშობლებს - ჭუჭყი. ამგვარადვე, არც ღმერთს შეუქმნია ბოროტება. პირიქით, მისცა მან ადამიანს ცოდნაც და განსჯაც, რომ... იხილეთ სრულად

link
წმ. ანტონი დიდი

90. კეთილმსახურებით მცხოვრები ადამიანი არ ანებებს უკეთურებას, რომ მის სულში შემოაღწიოს, ხოლო როდესაც მასში ბოროტება არ არის, სულით უსაფრთხოდ და უვნებლად ჰგიეს იგი; ვერც მრუდე ეშმა, ვერც ბედისწერა (აღნიშნული ტერმინი ნიშნავს "წინასწ... იხილეთ სრულად

link
წმ. ანტონი დიდი
თემა: ბოროტება

89. ბოროტება ნივთის ვნებაა, მაგრამ ამის მიზეზი ღმერთი როდია, რომელმაც მიჰმადლა ადამიანებს მცოდნეობა, მეცნიერება, სიკეთისა და ბოროტების განსჯის უნარი, თვითუფლებრივობა. ბოროტების ვნებათმშობელი ადამიანთა უღვაწობა და მცონარებაა, ღმერთ... იხილეთ სრულად

link
წმ. ანტონი დიდი

88. ისინი, რომლებიც ძალადობით ცდილობენ წუთიერი სიმდიდრის ფლობას და უყვართ სწრაფვა უკეთური საქმეებისკენ, უმეცარნი არიან რა სიკვდილისა და საკუთარი სულის წარწყმედისა (ამასთან, ვერც ჭვრეტენ მათთვის სასარგებლოს ეს უბადრუკნი), არ იაზრებ... იხილეთ სრულად

link
წმ. ანტონი დიდი

87. ჭეშმარიტი ადამიანი იმას ცდილობს, კეთილმსახური იყოს, ხოლო კეთილმსახური ისაა, ვისაც არ სურს რაიმე უცხო, ადამიანისთვის კი უცხოა ყველაფერი, რაც ქმნილებაა. ამიტომ, ყოველივეს მოიძაგებს იგი როგორც ღვთის ხატად მყოფი, ხოლო ღვთის ხატი მ... იხილეთ სრულად

link
წმ. ანტონი დიდი

86. ღვთის შესახებ მოფიქრალი კეთილმსახური იყავ: უშურველი, სახიერი, კეთილგონიერი, მდაბალი, ძალისამებრ გამცემი, გულღია, კამათის არმოყვარე და სხვა ამგვარი, რადგან სწორედ ესაა წარუპარველი განძი სულისა - ღმერთს ვესათნოოთ ამათ მიერ; ამას... იხილეთ სრულად

link
წმ. ანტონი დიდი
თემა: სული

85. სული თანაივნებს სხეულთან ერთად, სხეული კი არ არის თანავნებული სულთან. მაგალითად, სხეულის გაკვეთისას თანაივნებს სულიც, ისევე როგორც სხეულის გაძლიერებისა და გაჯანმრთელებისას ტკბობაშია სულის ვნებებიც, მაგრამ, მეორე მხრივ, როდესაც... იხილეთ სრულად

link
წმ. ანტონი დიდი

84. ერიდე მრავალთა წინაშე კეთილმსახურებისა და კარგი ცხოვრების შესახებ სიტყვების თქმას. არა იმიტომ, რომ მშურს მათთვის, არამედ იმიტომ, რომ ამ უგუნურთა წინაშე, ვფიქრობ, სასაცილო გამოჩნდები, რადგან "მსგავსი მსგავსით ხარობს" (ცნობილი პ... იხილეთ სრულად

link

წმ. ანტონი დიდი | გამონათქვამები, ციტატები

1