73. ოლიმპიადებზე მოასპარეზეებს გვირგვინი დაედგმით არათუ ერთისა და ორის დაძლევის გამო, არამედ მხოლოდ მაშინ, როდესაც სძლევენ ისინი მათთან მორკინალს ყველას. სწორედ ასევე, ვისაც კი ღვთისგან გვირგვინი ნებავს, მართებს იმგვარად ავარჯიშოს...
იხილეთ სრულად
73. ოლიმპიადებზე მოასპარეზეებს გვირგვინი დაედგმით არათუ ერთისა და ორის დაძლევის გამო, არამედ მხოლოდ მაშინ, როდესაც სძლევენ ისინი მათთან მორკინალს ყველას. სწორედ ასევე, ვისაც კი ღვთისგან გვირგვინი ნებავს, მართებს იმგვარად ავარჯიშოს თავისი სული, საღად რომ საჯოს არა მხოლოდ სხეულებრივ საქმეთა გამო, არამედ იმათ გამოც, რაც ეხება მომხვეჭელობას, მტაცებლობას, მოშურნეობას, გემოთსიამეს, ფუჭ დიდებას, მაგინებლობას, აგრეთვე სიკვდილს და სხვა ამგვარს
72. სხეულებრივი ტკივილები, იცოდე, ბუნებითად ეთვისება სხეულს. როგორც ხრწნადსა და ნივთიერს. ამიტომაც მართებს განსწავლულ სულს ვნებათა მიმართ მადლიერებით გამოავლინოს გამძლეობა და მოთმინება, და არ აყვედროს ღმერთს, რატომ შექმნა მან სხეუ...
იხილეთ სრულად
72. სხეულებრივი ტკივილები, იცოდე, ბუნებითად ეთვისება სხეულს. როგორც ხრწნადსა და ნივთიერს. ამიტომაც მართებს განსწავლულ სულს ვნებათა მიმართ მადლიერებით გამოავლინოს გამძლეობა და მოთმინება, და არ აყვედროს ღმერთს, რატომ შექმნა მან სხეული
71. მართებთ ადამიანებს, ან არაფერს ფლობდნენ ზედმეტს, ანდა თუ ფლობენ, იცოდნენ მტკიცედ: ყოველივე ამა სოფლისა ბუნებითად განხრწნადია, ადვილად უკუწარსატაცი, მისაძაგები და შემუსრვადი; ამიტომაც, შემთხვევითთა გამო არ მართებთ მათ სულმოკლეო...
იხილეთ სრულად
71. მართებთ ადამიანებს, ან არაფერს ფლობდნენ ზედმეტს, ანდა თუ ფლობენ, იცოდნენ მტკიცედ: ყოველივე ამა სოფლისა ბუნებითად განხრწნადია, ადვილად უკუწარსატაცი, მისაძაგები და შემუსრვადი; ამიტომაც, შემთხვევითთა გამო არ მართებთ მათ სულმოკლეობა
70. მარტოოდენ სულის სიმდიდრეა უსაფრთხო და განუძარცველი, ხოლო ეს არის: სათნოებითი და ღვთისსაწადი მოღვაწეობა, კეთილ საქმეთა ცოდნა და ქმნა, რადგან სიმდიდრე ამ სოფლისა - ბრმა მეგზურია და უგუნური თანამბჭობი; ვინც კი მოიხმარს ამ სიმდიდრ...
იხილეთ სრულად
70. მარტოოდენ სულის სიმდიდრეა უსაფრთხო და განუძარცველი, ხოლო ეს არის: სათნოებითი და ღვთისსაწადი მოღვაწეობა, კეთილ საქმეთა ცოდნა და ქმნა, რადგან სიმდიდრე ამ სოფლისა - ბრმა მეგზურია და უგუნური თანამბჭობი; ვინც კი მოიხმარს ამ სიმდიდრეს ბოროტად და განსაცხრომელად, წარიწყმედს კიდეც თავის უგრძნობ სულს
69. მცოდველთა მიმართ ნუ განვრისხდებით, თუნდაც რომ დანაშაული იყოს, რაც ჩაიდინეს, ღირსი სასჯელისა, არამედ, როგორც თვით სამართალი მოითხოვს ამას, დამნაშავეთა მოქცევა გვმართებს და დასჯაც მათი, თუ საჭიროა, ან თვით ჩვენგანვე ან სხვათა მ...
იხილეთ სრულად
69. მცოდველთა მიმართ ნუ განვრისხდებით, თუნდაც რომ დანაშაული იყოს, რაც ჩაიდინეს, ღირსი სასჯელისა, არამედ, როგორც თვით სამართალი მოითხოვს ამას, დამნაშავეთა მოქცევა გვმართებს და დასჯაც მათი, თუ საჭიროა, ან თვით ჩვენგანვე ან სხვათა მიერ, მაგრამ მათ მიმართ განრისხება ან გულისწყრომა არ ეგების, რადგან რისხვა ვნების შესაბამისად მოქმედებს მხოლოდ, არათუ - განმსჯელობისა და სიმართლის ნიშნით. ამასთან, არც ის გვმართებს, რომ ვიწონებდეთ არაჯეროვნად შემწყნარებლე...
68. ისინი, რომლებიც ვერ ხედავენ, რა არის მათთვის სასარგებლო და არ იციან, კარგი რაა, დაბრმავებულნი არიან სულით და დახშული აქვთ განსჯის უნარი. ამიტომ, არ გვმართებს, რომ მათ მივაპყროთ ჩვენი გონება, რათა არ მოხდეს ისე, რომ ჩვენც, როგო...
იხილეთ სრულად
68. ისინი, რომლებიც ვერ ხედავენ, რა არის მათთვის სასარგებლო და არ იციან, კარგი რაა, დაბრმავებულნი არიან სულით და დახშული აქვთ განსჯის უნარი. ამიტომ, არ გვმართებს, რომ მათ მივაპყროთ ჩვენი გონება, რათა არ მოხდეს ისე, რომ ჩვენც, როგორც ბრმები, იძულებით მათებრ დავეცეთ განუკრძალველად
67. თუ ინებებ, მონა ხდები ვნებებისა; თუ ინებებ, თავისუფალი ხარ და არ მოუდრკები ვნებებს, რადგან ღმერთმა თვითუფლებრივად შეგქმნა შენ და ვინც დასძლევს ხორცის ვნებებს, უკვდავების გვირგვინს დაიდგამს, ვინაიდან ვნებები რომ არ ყოფილიყო, არ...
იხილეთ სრულად
67. თუ ინებებ, მონა ხდები ვნებებისა; თუ ინებებ, თავისუფალი ხარ და არ მოუდრკები ვნებებს, რადგან ღმერთმა თვითუფლებრივად შეგქმნა შენ და ვინც დასძლევს ხორცის ვნებებს, უკვდავების გვირგვინს დაიდგამს, ვინაიდან ვნებები რომ არ ყოფილიყო, არც სათნოებები იქნებოდა, არც გვირგვინები, ღვთისგან ღირსეულთ რომ ენიჭებათ
66. თუ სხეულის ვნებათა განკურნებას ვესწრაფვით, რაჟამს მათ გამო სასაცილო ვხდებით მავანთაგან, ბევრად მეტად იმას უნდა ვესწრაფოთ, რომ განვიკურნოთ სულის ვნებანი (მოველით რა განკითხვას ღვთის წინაშე), რომ არ აღმოვჩნდეთ უპატიონი ან სასაცი...
იხილეთ სრულად
66. თუ სხეულის ვნებათა განკურნებას ვესწრაფვით, რაჟამს მათ გამო სასაცილო ვხდებით მავანთაგან, ბევრად მეტად იმას უნდა ვესწრაფოთ, რომ განვიკურნოთ სულის ვნებანი (მოველით რა განკითხვას ღვთის წინაშე), რომ არ აღმოვჩნდეთ უპატიონი ან სასაცილოდ ასაგდებნი, რადგან გვაქვს რა თვითუფლებრივობა, რაჟამს ვინებებთ ვნებათაგან განრიდებას, თუნდაც გვეწადოს უკეთური საქმეები, შევძლებთ ამას და არის კიდეც ჩვენსავე უფლებამოსილებაში ღვთისსათნოდ ცხოვრება. ვერც ვერასოდეს გვაიძულ...
65. ადამიანთა შორის არაფერია სიტყვაზე უფრო უპატიოსნესი. იმგვარად ძალმოსილია სიტყვა, რომ სიტყვითა და მადლობით თვით ღმერთს ვმსახურებთ. მაგრამ უგვანი და უპატიო სიტყვების ხმარებით ჩვენს სულს ვგმობთ. ასე რომ, უგუნირი ადამიანის საქმეა, ...
იხილეთ სრულად
65. ადამიანთა შორის არაფერია სიტყვაზე უფრო უპატიოსნესი. იმგვარად ძალმოსილია სიტყვა, რომ სიტყვითა და მადლობით თვით ღმერთს ვმსახურებთ. მაგრამ უგვანი და უპატიო სიტყვების ხმარებით ჩვენს სულს ვგმობთ. ასე რომ, უგუნირი ადამიანის საქმეა, თავის წარმოშობას ანდა ვისმე სხვას დასდოს ბრალი თავის ცოდვებში, მაშინ როცა თავისი ნებით მოიხმობს იგი უკეთურ სიტყვას ანდა საქმეს
64. ღვთისადმი მადლიერება და ღირსეული მოღვაწეობა ის ნაყოფია ადამიანისა, ღმერთს რომ ესათნოება. მიწის ნაყოფნი არათუ ერთ ჟამს მწიფდებიან, არამედ ხანგრძლივ დროში, წვიმებისა და ზრუნვის შედეგად. ამგვარადვე, ადამიანის ნაყოფიც სწორედ ღვაწლ...
იხილეთ სრულად
64. ღვთისადმი მადლიერება და ღირსეული მოღვაწეობა ის ნაყოფია ადამიანისა, ღმერთს რომ ესათნოება. მიწის ნაყოფნი არათუ ერთ ჟამს მწიფდებიან, არამედ ხანგრძლივ დროში, წვიმებისა და ზრუნვის შედეგად. ამგვარადვე, ადამიანის ნაყოფიც სწორედ ღვაწლით, გარჯილობით, ხანგრძლივი დროით, გამძლეობით, თავშეკავებით და მოთმინებით იძენს ბრწყინვალებას, ხოლო თუ ოდესმე ამათ გამო ვიღაცეებს ღვთისმოშიშად წარმოუჩნდები, არ ერწმუნო საკუთარ თავს, ვიდრე ჯერ კიდევ სხეულში ხარ და არ იფიქრ...