წმ. ანტონი დიდი - ციტატები, გამონათქვამები წმ. ანტონი დიდი | გამონათქვამები, ციტატები
53. ღვთისმცოდნენი აღივსებიან ყოველგვარი კეთილი აზრით და ცათა მსურველნი ამ ცხოვრებას მოიძაგებენ, მაგრამ ამგვარნი არ მოსწონთ მრავალთ (ისევე როგორც არც თავად ამათ მოსწონთ მრავალნი). ამისს გამოა, რომ არა მხოლოდ სძაგთ ისინი, სასაცილოდა...
იხილეთ სრულად
53. ღვთისმცოდნენი აღივსებიან ყოველგვარი კეთილი აზრით და ცათა მსურველნი ამ ცხოვრებას მოიძაგებენ, მაგრამ ამგვარნი არ მოსწონთ მრავალთ (ისევე როგორც არც თავად ამათ მოსწონთ მრავალნი). ამისს გამოა, რომ არა მხოლოდ სძაგთ ისინი, სასაცილოდაც იგდებენ მათ უგუნურთა სიმრავლენი; დაითმენენ კი, გასაჭირი რასაც შეამთხვევთ, რადგან იციან, ბოროტებად რაც უჩანთ მრავალთ, სიკეთე არის თავად მათთვის; მართლაც, ციურთა შემმეცნებელს რწმენა აქვს ღვთისა, და ესეც იცის, რომ ყოველივ...
link
52. სპეტაკი სული, არის რა კეთილი, ღვთისგან ნათდება და ბრწყინდება. ასეთ დროს გონებაც კეთილს საზრობს და ღვთისმოყვარე სიტყვებს შობს. მაგრამ როდესაც სული ბოროტებისგან დაჭაობდება, ღმერთი განეკრძალვის მას, უკეთ, თვით სული განაშორებს თავ...
იხილეთ სრულად
52. სპეტაკი სული, არის რა კეთილი, ღვთისგან ნათდება და ბრწყინდება. ასეთ დროს გონებაც კეთილს საზრობს და ღვთისმოყვარე სიტყვებს შობს. მაგრამ როდესაც სული ბოროტებისგან დაჭაობდება, ღმერთი განეკრძალვის მას, უკეთ, თვით სული განაშორებს თავის თავს ღვთისგან, და უკეთური ეშმაკები, მის გონებაში შეღწეულნი, უწმინდურ საქმეებს შთააგონებენ სულს, კერძოდ: მრუშობას, მკვლელობას, ტაცებას, ტაძართმძარცველობას და ასე შემდეგ, რაც კი საქმეა ეშმაკისა
link
51. ბოროტება, შეცნობილი სულის მიერ, უმყრალესი მხეცისებრ მოიძაგება, ვერშეცნობილი კი შეიყვარება იმისგან, ვინც მის შესახებ უმეცარია და ვისაც შემდეგ ატყვევებს იგი, იმონებს რა თავის მეტრფეს, რომელიც, გაუბედურებული და უბადრუკი, ვერ ხედა...
იხილეთ სრულად
51. ბოროტება, შეცნობილი სულის მიერ, უმყრალესი მხეცისებრ მოიძაგება, ვერშეცნობილი კი შეიყვარება იმისგან, ვინც მის შესახებ უმეცარია და ვისაც შემდეგ ატყვევებს იგი, იმონებს რა თავის მეტრფეს, რომელიც, გაუბედურებული და უბადრუკი, ვერ ხედავს და ვერ ცნობს თავისთვის სარგოს. პირიქით, იმას ფიქრობს, რომ ბოროტება ამშვენებს მას, და ამით ხარობს
link
50. ბოროტება ესაა ვნება ნივთისა. ამიტომ, შეუძლებელია, რომ სხეული ბოროტების გარეშე იყოს, მაგრამ მოაზროვნე სული, შეიცნობს რა ამას, განიფერთხავს ნივთის სიმძიმეს, რაც არის ბოროტება, და ამ სიმძიმისგან ზეამხედველი შეიცნობს ყოველთა ღმერ...
იხილეთ სრულად
50. ბოროტება ესაა ვნება ნივთისა. ამიტომ, შეუძლებელია, რომ სხეული ბოროტების გარეშე იყოს, მაგრამ მოაზროვნე სული, შეიცნობს რა ამას, განიფერთხავს ნივთის სიმძიმეს, რაც არის ბოროტება, და ამ სიმძიმისგან ზეამხედველი შეიცნობს ყოველთა ღმერთს, ხოლო სხეულს ეკრძალვის ვით მტერსა და თავის მოქიშპეს, არ სჯერა რა მისი. აი, ასე დაედგმის ღვთისგან გვირგვინი სულს როგორც უკეთურებისა და ნივთის ვნებათა მძლეველს
link
49. სიკვდილი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აცნობიერებენ მას, უკვდავებაა, მაგრამ უბირთათვის, რომლებიც ამას ვერ აცნობიერებენ, სიკვდილი სიკვდილია, უნდა გვეშინოდეს კი არა ამ სიკვდილისა, არამედ სულის წარწყმედისა, რაც არის უმეცრება ღვთის...
იხილეთ სრულად
49. სიკვდილი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აცნობიერებენ მას, უკვდავებაა, მაგრამ უბირთათვის, რომლებიც ამას ვერ აცნობიერებენ, სიკვდილი სიკვდილია, უნდა გვეშინოდეს კი არა ამ სიკვდილისა, არამედ სულის წარწყმედისა, რაც არის უმეცრება ღვთისა, რადგან ისაა საშინელება სულისთვის
link
48. ცაში მყოფები უკვდავნი არიან მათში არსებული სიკეთის გამო, მიწაზე მყოფნი კი - მოკვდავნი მათში არსებული თვითარჩევითი ბოროტის გამო, რაც შეემთხვევათ უგუნურთ თავიანთი მცონარებისა და ღვთის შშესახებ უმეცრების გამო
47. ცხოველთა სახეობები სხვადასხვა საჭიროებისთვის შემოიყვანა ღმერთმა თავისი სიტყვით, - კერძოდ, ერთნი როგორც შესაჭმელნი, მეორენი როგორც მსახურნი, - ადამიანი კი შექმნა მან თავისდა მჭვრეტად, რომ მას, მადლიერს, განემარტა უფლის საქმენი....
იხილეთ სრულად
47. ცხოველთა სახეობები სხვადასხვა საჭიროებისთვის შემოიყვანა ღმერთმა თავისი სიტყვით, - კერძოდ, ერთნი როგორც შესაჭმელნი, მეორენი როგორც მსახურნი, - ადამიანი კი შექმნა მან თავისდა მჭვრეტად, რომ მას, მადლიერს, განემარტა უფლის საქმენი. ადამიანებიც ამასვე უნდა ეშურებოდნენ, რომ არ მოხდეს ისე, რომ მოკვდნენ ისინი როგორც ღვთისა და მის საქმეთა ვერმჭვრეტნი და ვერშემცნობელნი, ვით უგუნური პირუტყვები. მართებს კი ადამიანს იმის ცოდნა, რომ ღმერთს ძალუძს ყოველივე, ...
link
46. ისინი, რომლებსაც უმძიმთ შეიცნონ, თუ რა არის სასარგებლო და თვით მათ მიმართ სიკეთით თქმული, ამგვარნი, საფიქრებელია, არაჯანსაღად არიან, იმათ კი, რომლებმაც შეიცნეს ჭეშმარიტება, მაგრამ მაინც ურცხვად კამათისმოყვარეობენ, აზროვნებითი ...
იხილეთ სრულად
46. ისინი, რომლებსაც უმძიმთ შეიცნონ, თუ რა არის სასარგებლო და თვით მათ მიმართ სიკეთით თქმული, ამგვარნი, საფიქრებელია, არაჯანსაღად არიან, იმათ კი, რომლებმაც შეიცნეს ჭეშმარიტება, მაგრამ მაინც ურცხვად კამათისმოყვარეობენ, აზროვნებითი ნაწილი აქვთ მკვდარი და გაპირუტყვებულია მათი ზნეობა. არ იციან მათ ღმერთი, არცთუ მათი სულია განათებული
link
45. თუ მთელ გულმოდგინებასა და მონდომებას ვახმართ იმას, რომ გავერიდოთ სხეულებრივ სიკვდილს, რაოდენ უფრო გვმართებს გულმოდგინება სულიერი სიკვდილისგან განსარიდებლად, რადგან ცხონების მსურველს არაფერი აქვს ხელისშემშლელი, თუ არა მხოლოდ და...
იხილეთ სრულად
45. თუ მთელ გულმოდგინებასა და მონდომებას ვახმართ იმას, რომ გავერიდოთ სხეულებრივ სიკვდილს, რაოდენ უფრო გვმართებს გულმოდგინება სულიერი სიკვდილისგან განსარიდებლად, რადგან ცხონების მსურველს არაფერი აქვს ხელისშემშლელი, თუ არა მხოლოდ დაუდევრობა და მცონარება სულისა
link
44. როდესაც იპოვი კამათისმოყვარეს ვინმეს, ჭეშმარიტებისა და სინამდვილის წინააღმდეგ მებრძოლს, შეწყვიტე დავა და დაუთმე ამგვარს, გონებით ერთიანად გაქვავებულს, რადგან ისევე როგორც საუკეთესო ღვინოებს უსარგებლოს ხდის ხენეში წყალი, ასევე,...
იხილეთ სრულად
44. როდესაც იპოვი კამათისმოყვარეს ვინმეს, ჭეშმარიტებისა და სინამდვილის წინააღმდეგ მებრძოლს, შეწყვიტე დავა და დაუთმე ამგვარს, გონებით ერთიანად გაქვავებულს, რადგან ისევე როგორც საუკეთესო ღვინოებს უსარგებლოს ხდის ხენეში წყალი, ასევე, ცხოვრებითა და გონებით სათნოქმნილებსაც გახრწნაში აგდებს უკეთური საუბრები
link