წმ. ანტონი დიდი - ციტატები, გამონათქვამები წმ. ანტონი დიდი | გამონათქვამები, ციტატები
63. თუკი ჯარისკაცები კეისრისადმი ერთგულებას ინარჩუნებენ, რადგან მისგან იღებენ თავიანთ საზრდოს, რამდენად უფრო გვმართებს გულმოდგინება იმის გამო, რომ დაუდუმებელი ბაგეებით მოუკლებლად ვმადლობდეთ უფალს და ვაამებდეთ მას, რომელმაც ადამიან...
იხილეთ სრულად
63. თუკი ჯარისკაცები კეისრისადმი ერთგულებას ინარჩუნებენ, რადგან მისგან იღებენ თავიანთ საზრდოს, რამდენად უფრო გვმართებს გულმოდგინება იმის გამო, რომ დაუდუმებელი ბაგეებით მოუკლებლად ვმადლობდეთ უფალს და ვაამებდეთ მას, რომელმაც ადამიანის გამო შექმნა ყოველივე?
link
62. როდესაც ხშავ სახლის კარებს და მარტო რჩები, იცოდე, რომ თანამყოფია შენთან ის ანგელოზი, ღმერთმა რომ განუჩინა ყოველ ადამიანს, რომელსაც ბერძნები "სახლის ანგელოზს" უწოდებენ. მარადმღვიძარეა იგი და მოუცთუნებელი; ყოველთვის შენთა...
იხილეთ სრულად
62. როდესაც ხშავ სახლის კარებს და მარტო რჩები, იცოდე, რომ თანამყოფია შენთან ის ანგელოზი, ღმერთმა რომ განუჩინა ყოველ ადამიანს, რომელსაც ბერძნები "სახლის ანგელოზს" უწოდებენ. მარადმღვიძარეა იგი და მოუცთუნებელი; ყოველთვის შენთან თანამყოფია, ყველაფერს ხედავს და სიბნელისგან არ ბრკოლდება. მასთან ერთად ხედავდე [ხედავდე] ღმერთსაც, რომელიც მყოფობს ყველა ადგილას, რადგან არ არსებობს ადგილი ან რაიმე ნივთი, მასში რომ ღმერთი არ მკვიდრობდეს, როგორც ყოველთა უდიდე...
link
61. თუ გეეჭვება, რომ ყოველი ჩვენი ნამოქმედარი დაინახება ღვთისგან, დაუკვირდი: თუკი თვით შენ, რომელიც ადამიანი ხარ და მტვერი, ძალგიძს ერთსა და იმავე დროს ფიქრობდე და საზრობდე ყოველგვარი ადგილის შესახებ, რამდენად უფრო შეძლებს ამას ღმ...
იხილეთ სრულად
61. თუ გეეჭვება, რომ ყოველი ჩვენი ნამოქმედარი დაინახება ღვთისგან, დაუკვირდი: თუკი თვით შენ, რომელიც ადამიანი ხარ და მტვერი, ძალგიძს ერთსა და იმავე დროს ფიქრობდე და საზრობდე ყოველგვარი ადგილის შესახებ, რამდენად უფრო შეძლებს ამას ღმერთი, რომელიც მდოგვის მარცვლისებრ ხედავს ყველას და ნებისამებრ წარმოშობს და ზრდის ყოველივეს?
link
60. ცოდვაა არა ბუნებითად ნამოქმედარი, არამედ - არჩევანისეული უკეთურება. არათუ ჭამაა ცოდვა (რომ ამ გზით, ყოველგვარი უკეთური ზრახვის გარეშე, სხეული ნარჩუნდებოდეს სიცოცხლეში), არამედ - უმადურებით, უშვერად და უზომოდ ჭამა. არცთუ სიწმინ...
იხილეთ სრულად
60. ცოდვაა არა ბუნებითად ნამოქმედარი, არამედ - არჩევანისეული უკეთურება. არათუ ჭამაა ცოდვა (რომ ამ გზით, ყოველგვარი უკეთური ზრახვის გარეშე, სხეული ნარჩუნდებოდეს სიცოცხლეში), არამედ - უმადურებით, უშვერად და უზომოდ ჭამა. არცთუ სიწმინდით ხედვაა ცოდვა, არამედ შურით, ამპარტავნებით და განუძღომელად ხედვა; ასევე ცოდვაა არა სიმშვიდით სმენა, არამედ - მრისხანებით, არა მოუზღუდველობა ენისა მადლობისა და ლოცვისათვის, არამედ - მოუზღუდველობა ენისა ავსიტყვაობისთვის...
link
59. ისევე როგორც მხედველობა ხილულთა შესაცნობად მოგვეცა ღვთისგან (თუ, ერთი მხრივ, რომელია თეთრი, მეორე მხრივ კი, როგორია მელნის ფერი), ამგვარადვე აზროვნებაც იმის გამო გვიბოძა ღმერთმა, რომ გავარჩიოთ, სულს რა არგებს. მაგრამ სურვილი, ...
იხილეთ სრულად
59. ისევე როგორც მხედველობა ხილულთა შესაცნობად მოგვეცა ღვთისგან (თუ, ერთი მხრივ, რომელია თეთრი, მეორე მხრივ კი, როგორია მელნის ფერი), ამგვარადვე აზროვნებაც იმის გამო გვიბოძა ღმერთმა, რომ გავარჩიოთ, სულს რა არგებს. მაგრამ სურვილი, აზროვნებას გაშორებული, გემოთმოყვარეობას შობს და არ ანებებს სულს, რომ ცხონდეს იგი ანთუ ღმერთს შეერთოს
link
58. სადაც ვინმე იძულებით და თავისი ნების გარეშე მყოფობს, იქ საპყრობილეა მისთვის და სასჯელი. დაკმაყოფილდი, ამიტომ, იმით, რაც გაქვს, რათა არ მოხდეს ისე, რომ შენ, უმადურად მიმღებმა, შენდა შეუცნობლად დასაჯო შენივე თავი; ხოლო გზა ამისკ...
იხილეთ სრულად
58. სადაც ვინმე იძულებით და თავისი ნების გარეშე მყოფობს, იქ საპყრობილეა მისთვის და სასჯელი. დაკმაყოფილდი, ამიტომ, იმით, რაც გაქვს, რათა არ მოხდეს ისე, რომ შენ, უმადურად მიმღებმა, შენდა შეუცნობლად დასაჯო შენივე თავი; ხოლო გზა ამისკენ ერთია: ამქვეყნიურთა მოძაგება
link
57. ისინი, რომლებიც არა კმაყოლდდებიან იმით, საარსებოდ რაც მიეცათ, და მეტსა და მეტს ეშურებიან, თავიანთ თავს ვნებებს უმონებენ, რომლებიც აშფოთებენ სულს და შთაუგდებენ მას ფიქრებსა და წარმოსახვებს, რომ ცუდია ეს ყოველივე, მას რომ ებოძა....
იხილეთ სრულად
57. ისინი, რომლებიც არა კმაყოლდდებიან იმით, საარსებოდ რაც მიეცათ, და მეტსა და მეტს ეშურებიან, თავიანთ თავს ვნებებს უმონებენ, რომლებიც აშფოთებენ სულს და შთაუგდებენ მას ფიქრებსა და წარმოსახვებს, რომ ცუდია ეს ყოველივე, მას რომ ებოძა. ამასთან, ისევე როგორც ხელს უშლის ზომაზე გრძელი სამოსელი მოასპარეზეებს სრბოლაში, ამგვარადვე ზომაზე მეტი სიმდიდრის ჟინიც აბრკოლებს სულებს, იასპარეზონ ანუ ცხონდნენ
link
56. თავისუფალი ისაა, ვინც არ ემონება სიამეებს, არამედ აზრითა და კეთილგონიერებით ბატონობს სხეულზე და დიდი მადლიერებით კმაყოფილდება იმით, რაც ღვთით ებოძა, თუნდაც რომ მეტად კნინი იყოს ეს ნაბოძები, რადგან როდესაც ღვთისმოყვარე გონება დ...
იხილეთ სრულად
56. თავისუფალი ისაა, ვინც არ ემონება სიამეებს, არამედ აზრითა და კეთილგონიერებით ბატონობს სხეულზე და დიდი მადლიერებით კმაყოფილდება იმით, რაც ღვთით ებოძა, თუნდაც რომ მეტად კნინი იყოს ეს ნაბოძები, რადგან როდესაც ღვთისმოყვარე გონება და სული თანხმობაშია, მაშინ მშვიდობა აქვს მთელ სხეულს და უწადილობა, რადგან ინებებს რა სული, იშრიტება მთელი სხეულებრივი აღძრულობა
link
რისთვის შეიქმნა ადამიანი? იმისათვის, რომ მას, ღვთის ქმნილებათა შემმეცნებელს, ღმერთი ეხილვა და ედიდებინა იგი, - ადამიანის გამო ქმნილთაშემქმნელი, ხოლო გონება, ღვთის მოტრფიალე, სიკეთე არის უხილავი, ღირსეულთათვის ღვთით ბოძებული, მათი ...
იხილეთ სრულად
რისთვის შეიქმნა ადამიანი? იმისათვის, რომ მას, ღვთის ქმნილებათა შემმეცნებელს, ღმერთი ეხილვა და ედიდებინა იგი, - ადამიანის გამო ქმნილთაშემქმნელი, ხოლო გონება, ღვთის მოტრფიალე, სიკეთე არის უხილავი, ღირსეულთათვის ღვთით ბოძებული, მათი კეთილი ღვაწლისამებრ
link
54. ბოროტებისგან აღვსებულნი და უმეცრებით მთვრალნი ვერ ცნობენ ღმერთს, რადგან ვერ მღვიძარებენ სულით, მაგრამ ღმერთი გონითია და იგი, თუმც უხილავი, უცხადესია ხილულთა შორის, ისევე როგორც სხეულში სული, და თუ სხეული უძლურია მედეგობდეს სულ...
იხილეთ სრულად
54. ბოროტებისგან აღვსებულნი და უმეცრებით მთვრალნი ვერ ცნობენ ღმერთს, რადგან ვერ მღვიძარებენ სულით, მაგრამ ღმერთი გონითია და იგი, თუმც უხილავი, უცხადესია ხილულთა შორის, ისევე როგორც სხეულში სული, და თუ სხეული უძლურია მედეგობდეს სულის გარეშე, ამგვარადვე ყოველივე, რაც იხილვება და არსებობს, უძლურია ღვთის გარეშე მედეგი იყოს
link