ჩვენ არ ვეძებთ იმ გაჭირვებულებს, რომელთაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ. რომც მიგვითითონ ვინმე ხელმოკლეზე, უმალ მისი შემოსავლის თვლას დავიწყებთ, განვიკითხავთ მის ცხოვრების წესს და ყოველნაირად შევეცდებით გავამართლოთ ჩვენი სიძუნწე. ზოგჯ...
იხილეთ სრულად
ჩვენ არ ვეძებთ იმ გაჭირვებულებს, რომელთაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ. რომც მიგვითითონ ვინმე ხელმოკლეზე, უმალ მისი შემოსავლის თვლას დავიწყებთ, განვიკითხავთ მის ცხოვრების წესს და ყოველნაირად შევეცდებით გავამართლოთ ჩვენი სიძუნწე. ზოგჯერ გვეწვევა კეთილი აზრი – გავცეთ ზედმეტი, რაც დაგვიგროვდა კარადასა და სკივრში და ამ მიზნით შევუდგებით მათ გადასინჯვას. იმავდროულად მაცდური აზრიც გვეწვევა, რომ ეს სამოსელი შემდეგშიაც გამოგვადგება, ხოლო ზოგიერთის გაყიდვაც ...
იქნებ რომელიმე თქვენგანმა ფული ანდა ნივთები გადაინახა „შავი დღისათვის“ და არ დაუხარჯავს თავისი ან მოყვასის საჭიროებისათვის, რათა გადადებულისათვის არ მოეკლო. უხაროდა, როცა ეს დანაზოგი მრავლდებოდა და წუხდა, როდესაც აკლდებოდა თუნდაც ...
იხილეთ სრულად
იქნებ რომელიმე თქვენგანმა ფული ანდა ნივთები გადაინახა „შავი დღისათვის“ და არ დაუხარჯავს თავისი ან მოყვასის საჭიროებისათვის, რათა გადადებულისათვის არ მოეკლო. უხაროდა, როცა ეს დანაზოგი მრავლდებოდა და წუხდა, როდესაც აკლდებოდა თუნდაც მცირედი. ამით იგი სცოდავდა, რადგან იმედს საკუთარ სიმდიდრეზე ამყარებდა და არა ღმერთზე. წმიდა მამა სიმონ ახალი ღმრთისმეტყველი მკაცრად ამბობს ამის შესახებ: „ვისაც ფული აქვს გადანახული, მას არ შეუძლია რწმენა და სასოება უფლის...
არის კიდევ ერთი სახე ცოდვისა – როდესაც ახლობლები და ნათესავები უმალავენ მომაკვდავს საქმის ნამდვილ ვითარებას, ამშვიდებენ ფუჭი იმედებით, იმის ნაცვლად, რომ მოამზადონ იგი ზეთისცხების, აღსარებისა და ზიარებისათვის. შეინანეთ უფლისა წინაშ...
იხილეთ სრულად
არის კიდევ ერთი სახე ცოდვისა – როდესაც ახლობლები და ნათესავები უმალავენ მომაკვდავს საქმის ნამდვილ ვითარებას, ამშვიდებენ ფუჭი იმედებით, იმის ნაცვლად, რომ მოამზადონ იგი ზეთისცხების, აღსარებისა და ზიარებისათვის. შეინანეთ უფლისა წინაშე, თუ რომელიმე თქვენგანის ახლობელი გარდაიცვალა უზიარებელი თქვენი უყურადღებობით, მოუცლელობით, დაუდევრობით, მისი სიკვდილით შეშინების ამაო მორიდების მიზეზით. ასე მხოლოდ ის მოიქცევა, ვისაც არა სწამს საიქიო ცხოვრებისა. საშინე...
უთმობთ თუ არა თუნდაც მცირე დროს მოწყალების საქმეთა აღსრულებას? ხომ ჰყავს თითოეულ თქვენგანს თუნდაც ერთი სნეული, უძლური ნაცნობი, განა ეხმარებით მას? არა! ჩვენ დრო და ძალა არა გვყოფნის ამისათვის. ხოლო ჭორაობისა და განკითხვისათვის, გა...
იხილეთ სრულად
უთმობთ თუ არა თუნდაც მცირე დროს მოწყალების საქმეთა აღსრულებას? ხომ ჰყავს თითოეულ თქვენგანს თუნდაც ერთი სნეული, უძლური ნაცნობი, განა ეხმარებით მას? არა! ჩვენ დრო და ძალა არა გვყოფნის ამისათვის. ხოლო ჭორაობისა და განკითხვისათვის, გართობისა და არაფრისმომცემი წიგნების კითხვისათვის დრო საკმარისად გვრჩება. ამავე დროს სიხარბეც გვძლევს – სნეულთან ხელცარიელი ხომ ვერ მივალთ, ჩვენ კი ფული გვენანება, თავსაც იმით ვიმშვიდებთ, რომ დრო არა გვაქვს ავადყოფის მოსან...
ვისაც სიძუნწე ჯერ კიდევ არ შეგინანებიათ, შენდობისათვის განსაკუთრებული აღსარება უნდა ჩააბაროთ მოძღვარს. ეს ეხება ყველას, ვინც არ დახმარებია მშიერს, მწყურვალს, შიშველსა და უსახლკაროს; იქნებ სულაც ვინმე გარდაიცვალა თქვენი უსულგულობის...
იხილეთ სრულად
ვისაც სიძუნწე ჯერ კიდევ არ შეგინანებიათ, შენდობისათვის განსაკუთრებული აღსარება უნდა ჩააბაროთ მოძღვარს. ეს ეხება ყველას, ვინც არ დახმარებია მშიერს, მწყურვალს, შიშველსა და უსახლკაროს; იქნებ სულაც ვინმე გარდაიცვალა თქვენი უსულგულობის, გულგრილობის მიზეზით.
ჩვენ მოწყალებას მაშინ შეიწირავს უფალი, როცა იგი პატიოსანი შრომის ნაყოფიდან იქნება გაღებული და არა ნაძარცვ–ნაპარავიდან. მოწყალება რომ გაიღო, საკუთარ თავს უნდა მოაკლო, შეამცირო საკუთარი ხარჯი, უარი უნდა თქვა ფუფუნებაზე, არ შეიძინო მ...
იხილეთ სრულად
ჩვენ მოწყალებას მაშინ შეიწირავს უფალი, როცა იგი პატიოსანი შრომის ნაყოფიდან იქნება გაღებული და არა ნაძარცვ–ნაპარავიდან. მოწყალება რომ გაიღო, საკუთარ თავს უნდა მოაკლო, შეამცირო საკუთარი ხარჯი, უარი უნდა თქვა ფუფუნებაზე, არ შეიძინო მეტისმეტად ძვირფასი ნივთები, რომელთა გარეშეც იოლად გახვალ ამ ცხოვრებაში, რამეთუ ისინი ღარიბთა საკუთრებიდან არის მიტაცებული და ჩვენი ქონების ნამატიც მათ ეკუთვნით – აი, ასე ფიქრობენ წმიდა მამები.
დილის ლოცვებში ვკითხულობთ: „არამედ რაითა მღვიძარედ ვიპოვნეთ აღდგომილნი საქმითა კეთილითა...“ რომელია ეს „საქმე კეთილი“? ეს არის ყველა ის საქმე, შინ და გარეთ – სამსახურში, მონასტერში, რომელიც ჩვენ მოგვიჩინა უფალმა და პასუხს ვაგებთ მ...
იხილეთ სრულად
დილის ლოცვებში ვკითხულობთ: „არამედ რაითა მღვიძარედ ვიპოვნეთ აღდგომილნი საქმითა კეთილითა...“ რომელია ეს „საქმე კეთილი“? ეს არის ყველა ის საქმე, შინ და გარეთ – სამსახურში, მონასტერში, რომელიც ჩვენ მოგვიჩინა უფალმა და პასუხს ვაგებთ მისი კეთილსინდისიერად აღსრულებისათვის, უპირველეს ყოვლისა, უფლის წინაშე. უმრავლესობას ამაზე არც უფიქრია და ამიტომაც ზერელედ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო გასამრჯელოს მიღება კი სრულად უნდოდა.
იოანე ოქროპირი ამბობს: „მოწყალება ფულის გაცემაში კი არ მდგომარეობს, არამედ მოწყალების ქრისტიანული გრძნობით გაღებაში“. ეს ნიშნავს იმას, რომ მოწყალების გაღება საჭიროა უშურველად, კეთილი ნებით, ხალისით, პატივისცემით, ნამდვილი სიყვარულ...
იხილეთ სრულად
იოანე ოქროპირი ამბობს: „მოწყალება ფულის გაცემაში კი არ მდგომარეობს, არამედ მოწყალების ქრისტიანული გრძნობით გაღებაში“. ეს ნიშნავს იმას, რომ მოწყალების გაღება საჭიროა უშურველად, კეთილი ნებით, ხალისით, პატივისცემით, ნამდვილი სიყვარულით და უდიდესი მადლიერების გრძნობით იმ ადამიანის მიმართ, ვინც მიიღო შენი შესაწირავი. უნდა გახსოვდეთ, რომ უფრო მეტი ნეტარებაა გაცემა, ვიდრე მიღება. უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი შესაწირავით არ დავამციროთ, არ შეურაცხვყოთ ადამიანი...
გადავხედოთ ჩვენს ცხოვრებას და სინდისს – განა სიხარულით გავცემთ მოწყალებას? ადამიანის სულის დიდი მცოდნე თეოფანე დაყუდებული ასე ამბობდა (თითქოს საკუთარი თავის შესახებ, სინამდვილეში სხვათა სამხილებლად): „მე ძალიან ძუნწი ადამიანი ვარ,...
იხილეთ სრულად
გადავხედოთ ჩვენს ცხოვრებას და სინდისს – განა სიხარულით გავცემთ მოწყალებას? ადამიანის სულის დიდი მცოდნე თეოფანე დაყუდებული ასე ამბობდა (თითქოს საკუთარი თავის შესახებ, სინამდვილეში სხვათა სამხილებლად): „მე ძალიან ძუნწი ადამიანი ვარ, იმიტომ, რომ რასაც გავცემ, ყველაფერი მენანება“. ეს სიტყვები სამხილებელია ჩვენთვისაც, ჩვენც ასეთები ვართ – ან საერთოდ არ გავცემთ, ან გავცემთ დანანებით.
მოწყალება უნდა გაიცეს დაფარულად. ადამიანს უნდა დაეხმარო არა საკუთარი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, არა იმ სურვილით, რომ მადლობა და სამაგიერო მიიღო უფლისაგან, არამედ მოყვასისადმი ჭეშმარიტი სიყვარულის გამო. თუ ბუკსა და ნაღარას...
იხილეთ სრულად
მოწყალება უნდა გაიცეს დაფარულად. ადამიანს უნდა დაეხმარო არა საკუთარი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, არა იმ სურვილით, რომ მადლობა და სამაგიერო მიიღო უფლისაგან, არამედ მოყვასისადმი ჭეშმარიტი სიყვარულის გამო. თუ ბუკსა და ნაღარას დაჰკარი შენი კეთილი საქმეების გამოსავლენად, მაშინ პატივმოყვარეობას პირფერობასაც დაუმატებ და სხვის თვალში კეთილად წარმოჩენილი საქმე შენთვის აშკარა ბოროტებად გადაიქცევა. ამიტომაც გაფრთხილდით! გიჯობთ მადლი ისე აღასრულოთ, რ...