ეს განსაცდელი შენს დასამდაბლებლად შეგემთხვა. განსაცდელები სიფხიზლისთვის გვეძლევა, გამოცდილება და ღვთისმიერი სიბრძნე რომ შევიძინოთ. ღმერთი განგვსწავლის, რათა მისი სიწმინდის ზიარების ღირსნი გავხდეთ.
შენი გონების დაბნელებას, შვილო, ორი მიზეზი აქვს: ადამიანური ბუნება და განსაცდელი. ღვთის მადლით ორივე იკურნება. ამიტომ ევედრე ღმერთს, სიფხიზლე, სიკეთის ხსოვნა და ბოროტების დავიწყება მოგმადლოს და როცა დაბეჯითებით ითხოვ, ღვთის მადლი ...
იხილეთ სრულად
შენი გონების დაბნელებას, შვილო, ორი მიზეზი აქვს: ადამიანური ბუნება და განსაცდელი. ღვთის მადლით ორივე იკურნება. ამიტომ ევედრე ღმერთს, სიფხიზლე, სიკეთის ხსოვნა და ბოროტების დავიწყება მოგმადლოს და როცა დაბეჯითებით ითხოვ, ღვთის მადლი ნელ-ნელა შეგეწევა.
ვინც უმანკოების, ღვთიური განწმენდისა და უვნებობის გზაზე სიარულს ისურვებს, ჯერ უნდა გაიაზროს ის გარდაუვალი მოვალეობა, რასაც ტვირთულობს: მზად უნდა იყოს ნებისმიერი წარმომავლობის განსაცდელებთან შესახვედრად და იმისთვის, რომ სიმდაბლის ს...
იხილეთ სრულად
ვინც უმანკოების, ღვთიური განწმენდისა და უვნებობის გზაზე სიარულს ისურვებს, ჯერ უნდა გაიაზროს ის გარდაუვალი მოვალეობა, რასაც ტვირთულობს: მზად უნდა იყოს ნებისმიერი წარმომავლობის განსაცდელებთან შესახვედრად და იმისთვის, რომ სიმდაბლის სათნოებაში მტკიცედ გამოიწრთოს.