84. გულისთქმათა შორის ზოგი მარტივია, ზოგი კი - რთული. მარტივია უბიწოება, ხოლო რთულია ვნებანი, ისევე როგორც ვნებებით გამოწვეული ფიქრებია რთული. ამასთანავე იმის დანახვაც შეიძლება, რომ მრავალ მარტივს რთული მოსდევს მაშინ, როცა გულისთქ...
იხილეთ სრულად
84. გულისთქმათა შორის ზოგი მარტივია, ზოგი კი - რთული. მარტივია უბიწოება, ხოლო რთულია ვნებანი, ისევე როგორც ვნებებით გამოწვეული ფიქრებია რთული. ამასთანავე იმის დანახვაც შეიძლება, რომ მრავალ მარტივს რთული მოსდევს მაშინ, როცა გულისთქმა იქითკენ ისწრაფვის, რომ ფიქრით შესცოდოს. მაგალითისათვის ავიღოთ ოქრო. ვიღაცას გონებაში ვნებიანი გულისთქმა აქვს ოქროს მიმართ და ცდილობს, ფიქრში მოიპაროს იგი, მან გონებაში უკვე აღასრულა ცოდვა. ზოგჯერ ოქროს მოგონებას მოჰყვ...
85. ზოგიერთები ამბობენ, რომ დემონები, რომლებიც ძილის დროს ჩვენი სხეულის სასირცხო ნაწილებს ეხებიან, სიძვის ვნებას აღძრავენ; შემდეგ აღძრულ ვნებას მეხსიერების მეშვეობით გონებაში დედაკაცის წარმოსახვა შემოაქვს. სხვები ამბობენ, რომ თავა...
იხილეთ სრულად
85. ზოგიერთები ამბობენ, რომ დემონები, რომლებიც ძილის დროს ჩვენი სხეულის სასირცხო ნაწილებს ეხებიან, სიძვის ვნებას აღძრავენ; შემდეგ აღძრულ ვნებას მეხსიერების მეშვეობით გონებაში დედაკაცის წარმოსახვა შემოაქვს. სხვები ამბობენ, რომ თავად დემონები დედაკაცის სახით ეცხადებიან გონებას, შემდეგ კი, ეხებიან რა სხეულის სასირცხო ნაწილს, დედაცაცის წადილს აღძრავენ; ამგვარი ოცნებებიც არსებობს. ზოგი კიდევ ფიქრობს, რომ მოახლოებულ დემონში რომელი ვნებაც არსებობს, იმავ...
86. მცნებათაგან ზოგი უნდა დავიცვათ როგორც სულიერად, ასევე ხორციელად, ხოლო ზოგი - მხოლოდ სულიერად. მაგალითად: არა იმრუშო, არა კაც-ჰკლა, არა იპარო და სხვა მსგავსნი ხორციელადაც უნდა დავიცვათ და სულიერადაც, სულიერად კი სამმაგად. ამის ...
იხილეთ სრულად
86. მცნებათაგან ზოგი უნდა დავიცვათ როგორც სულიერად, ასევე ხორციელად, ხოლო ზოგი - მხოლოდ სულიერად. მაგალითად: არა იმრუშო, არა კაც-ჰკლა, არა იპარო და სხვა მსგავსნი ხორციელადაც უნდა დავიცვათ და სულიერადაც, სულიერად კი სამმაგად. ამის საპირისპიროდ წინადაცვეთა, შაბათის დაცვა, მსხვერპლის შეწირვა და სხვანი - მხოლოდ სულიერად.
87. მონაზვნებს სამი უმთავრესი ზნეობრივი მდგომარეობა გააჩნიათ: პირველი, როცა საქმით არასდროს სცოდავენ, მეორე, როცა ცოდვილ გულისთქმებს სულში დაყოვნების საშუალებას არ აძლევენ, მესამე, როცა გონებაში დედაკაცსა და შეურაცხმყოფელთ უბიწოდ ...
იხილეთ სრულად
87. მონაზვნებს სამი უმთავრესი ზნეობრივი მდგომარეობა გააჩნიათ: პირველი, როცა საქმით არასდროს სცოდავენ, მეორე, როცა ცოდვილ გულისთქმებს სულში დაყოვნების საშუალებას არ აძლევენ, მესამე, როცა გონებაში დედაკაცსა და შეურაცხმყოფელთ უბიწოდ წარმოისახავენ.
88. უანგაროა ის, ვინც ყოველგვარ პირადულზე უარი თქვა, მას დედამიწაზე, სხეულის გარდა, არაფერი გააჩნია და ისიც ყოველგვარ სიამეს მოარიდა, საკუთარ თავზე ზრუნვა კი მთლიანად ღმერთსა და ღვთისმოსავ ადამიანებს მიანდო.
89. ზოგნი ქონებას ვნების გარეშე მოიპოვებენ და ამიტომ მის დაკარგვასაც არ განიცდიან, ისევე როგორც ოდესღაც ზოგიერთებმა სიხარულით მიიღეს თავიანთი ქონების იავარყოფა (ებრ.10,34). სხვები კი მას ვნებით მოიხვეჭენ, ამიტომ, როცა მათ მონაგები...
იხილეთ სრულად
89. ზოგნი ქონებას ვნების გარეშე მოიპოვებენ და ამიტომ მის დაკარგვასაც არ განიცდიან, ისევე როგორც ოდესღაც ზოგიერთებმა სიხარულით მიიღეს თავიანთი ქონების იავარყოფა (ებრ.10,34). სხვები კი მას ვნებით მოიხვეჭენ, ამიტომ, როცა მათ მონაგების დატოვებას შესთავაზებენ, მწუხარებას ეძლევიან, მსგავსად სახარებისეული მდიდრისა, დამწუხრებული რომ წავიდა(მათ.19.22); და თუ მართლაც დაკარგავენ მას, საშინლად განიცდიან. ამგვარად ამხელს ქონების დაკარგვა მის ვნებით ან ვნების ...
90. დიდ მლოცველებს დემონები ესხმიან თავს, მათ გონებას გრძნობად საგნებზე ფიქრით იპყრობენ და ამით ლოცვას განაშორებენ. შემეცნებაში წამატებულთ კი ხანგრძლივად ამყოფებენ ვნებიან გულისთქმათა გარემოცვაში, ხოლო შრომით ღვაწლში მყოფთ უბიძგებ...
იხილეთ სრულად
90. დიდ მლოცველებს დემონები ესხმიან თავს, მათ გონებას გრძნობად საგნებზე ფიქრით იპყრობენ და ამით ლოცვას განაშორებენ. შემეცნებაში წამატებულთ კი ხანგრძლივად ამყოფებენ ვნებიან გულისთქმათა გარემოცვაში, ხოლო შრომით ღვაწლში მყოფთ უბიძგებენ, საქმით შესცოდონ. წყეულნი ყველას სხვადასხვა ხერხით ებრძვიან, რათა ადამიანები ღმერთს განაშორონ.
91. ღვთის განგებით, ვინც ღვთისმოსაობაში იწვრთნება, ამქვეყნად შემდეგი სამი სახის საცდურით გამოიცდება: ან კეთილდღეობათა მინიჭებით, როგორიცაა: ჯანმრთელობა, სილამაზე, მრავალშვილიანობა, სიმდიდრე, დიდება და ამის მსგავსნი; ან განსაცდელის...
იხილეთ სრულად
91. ღვთის განგებით, ვინც ღვთისმოსაობაში იწვრთნება, ამქვეყნად შემდეგი სამი სახის საცდურით გამოიცდება: ან კეთილდღეობათა მინიჭებით, როგორიცაა: ჯანმრთელობა, სილამაზე, მრავალშვილიანობა, სიმდიდრე, დიდება და ამის მსგავსნი; ან განსაცდელის მოვლინებით, როგორიცაა: შვილების, მამულის, დიდების დაკარგვა; ან იმით, რაც სხეულს ტანჯავს, მაგალითად, ავადმყოფობით, წამებით და სხვა. პირველთ უფალი ეუბნება: ვერც ერთი თქვენგანი, "ვინც არ განუდგება ყველაფერს, რაც აბადია, ვე...
92. ამბობენ, რომ სხეულის მდგომარეობას ცვლის და, აქედან გამომდინარე, გონებაში ვნებებს ან უბიწო აზრებს წარმოშობს შემდეგი ოთხი მოზეზი: ანგელოზები, დემონები, ჰაერი, საკვები. ამბობენ, რომ ანგელოზები, სიტყვით ცვლიან; დემონები - შეხებით;...
იხილეთ სრულად
92. ამბობენ, რომ სხეულის მდგომარეობას ცვლის და, აქედან გამომდინარე, გონებაში ვნებებს ან უბიწო აზრებს წარმოშობს შემდეგი ოთხი მოზეზი: ანგელოზები, დემონები, ჰაერი, საკვები. ამბობენ, რომ ანგელოზები, სიტყვით ცვლიან; დემონები - შეხებით; ჰაერი - თავისი ცვალებადობით; საკვები - საჭმლისა და წყლის რაოდენობით, მათი ზედმეტი ან ნაკლები მიღებით. გარდა ამისა, ნათქვამია, რომ ცვლილებები მეხსიერების, სმენისა და მხედველობის მეშვეობით ხდება კიდევ მაშინ, როცა სული წინ...
93. თავისთავად სიკვდილი ღვთისაგან განშორებაა; სიკვდილის ნესტარი კი ცოდვაა, რომლის აღსრლებითაც ადამი ერთდროულად განიდევნა ცხოვრების ხიდანაც, სამოთხიდანაც და ღვთისგანაც, რასაც თან გარდუვალი სიკვდილი მოჰყვა. ცხოვრება ხომ სინამდვილეში...
იხილეთ სრულად
93. თავისთავად სიკვდილი ღვთისაგან განშორებაა; სიკვდილის ნესტარი კი ცოდვაა, რომლის აღსრლებითაც ადამი ერთდროულად განიდევნა ცხოვრების ხიდანაც, სამოთხიდანაც და ღვთისგანაც, რასაც თან გარდუვალი სიკვდილი მოჰყვა. ცხოვრება ხომ სინამდვილეში არის ის, ვინც გვეუბნება: "მე ვარ ცხოვრება" (იოან.14,6). მან მკვდრეთით მყოფმა, კვლავ განაცოცხლა მკვდარი.