გარნა რით იყო შესანიშნი და კაცის გულის მიმზიდველი ედემი? ნუთუ მხოლოდ გარეგანი მოხდენილობა, მარტო საამური შეხედულება და საოცნებო განწყობილება შეადგენდნენ ედემის უმაღლეს მშვენებას? არა, ედემი ძვირფასი და სანატრელი იყო პირველი კაცისთ...
იხილეთ სრულად
გარნა რით იყო შესანიშნი და კაცის გულის მიმზიდველი ედემი? ნუთუ მხოლოდ გარეგანი მოხდენილობა, მარტო საამური შეხედულება და საოცნებო განწყობილება შეადგენდნენ ედემის უმაღლეს მშვენებას? არა, ედემი ძვირფასი და სანატრელი იყო პირველი კაცისთვის იმითი, რომ იქ ეცხადებოდა მას ცისა და ქვეყნის გამჩენ-დამბადებელი ღმერთი და პირისპირ, გულშემატკივარი მამის მსგავსად ასწავლიდა, სწვრთნიდა მას სიკეთეში. აი, უმაღლესი მშვენიერება სამოთხისა, აი უმთავრესი ღირსება მისი
ღვთის არსებობის ხილულ, შესაგრძნობ მტკიცებულებებში, ჩვენს გარშემომყოფ ბუნებაში განა შესაძლებელი არაა, საკმაოდ ვიხილოთ (ფს. 13, 1) უგუნურება ათეისტთა, რომლებიც ღვთის არსებობას უარყოფენ, ან მატერიალისტთა, რომლებიც მზად არიან, თუნდაც ...
იხილეთ სრულად
ღვთის არსებობის ხილულ, შესაგრძნობ მტკიცებულებებში, ჩვენს გარშემომყოფ ბუნებაში განა შესაძლებელი არაა, საკმაოდ ვიხილოთ (ფს. 13, 1) უგუნურება ათეისტთა, რომლებიც ღვთის არსებობას უარყოფენ, ან მატერიალისტთა, რომლებიც მზად არიან, თუნდაც თვით ბუნება გააღმერთონ, ვიდრე აღიარონ და თაყვანი სცენ მის ჭეშმარიტ მიზეზს, შემოქმედსა და პატრონს?
ღვთის უარყოფა თავის თავში ყოვლად სულელურ ვარაუდს შეიცავს: მკაცრად რომ ვთქვათ, ის სხვა არაფერია, თუ არა - უჩვეულო თვითგანდიდება? ვიდრე ვინმე შეძლებს, რომ თქვას: "სამყარო უფლის გარეშე არსებობს" - მან უნდა გამოიკვლიოს სამყარო მთელი თ...
იხილეთ სრულად
ღვთის უარყოფა თავის თავში ყოვლად სულელურ ვარაუდს შეიცავს: მკაცრად რომ ვთქვათ, ის სხვა არაფერია, თუ არა - უჩვეულო თვითგანდიდება? ვიდრე ვინმე შეძლებს, რომ თქვას: "სამყარო უფლის გარეშე არსებობს" - მან უნდა გამოიკვლიოს სამყარო მთელი თავისი მზეებითა და ვარსკვლავებით, ყოველი ეპოქის ისტორია, უნდა გაიაროს სივრცისა და დროის ყოველი მონაკვეთი, რათა შეძლოს, რომ სრული საფუძვლიანობით თქვას: "ვერსად აღმოვაჩინე უფლის ნაკვალევი". იმისათვის, რომ გადაჭრით დაამტკიცო...
თუკი დასაშვებია (მატერიალისტთა) ის შეხედულება, თითქოს რაღაც მყარი და განუიყოფელი სხეულები, უცნობი ძალითა და სიმძიმის ძალით მიზიდულნი, ქვემოთ მიისწრაფოდნენ და მათი შემთხვევითი შეჯახებით შეიქმნა ეს კეთილმოწყობილი და მშვენიერი სამყარ...
იხილეთ სრულად
თუკი დასაშვებია (მატერიალისტთა) ის შეხედულება, თითქოს რაღაც მყარი და განუიყოფელი სხეულები, უცნობი ძალითა და სიმძიმის ძალით მიზიდულნი, ქვემოთ მიისწრაფოდნენ და მათი შემთხვევითი შეჯახებით შეიქმნა ეს კეთილმოწყობილი და მშვენიერი სამყარო - მაშინ რატომ არ უნდა დავუშვათ ის, რომ საკმარისია, მიწაზე დავყაროთ ოქროსგან ჩამოსხმული ურიცხვი რაოდენობის ლათინური ანბანის ასოები, რომ მათგან შედგება ენების მატიანეები? მაგრამ, არ ვიცი, შეძლებს კი შემთხვევითობა, ამგვარ...
თუკი ატომთა შეჯახებას (მატერიალისტთა შეხედულებით) შეეძლო. შეექმნა მთელი სამყარო, მაშინ რატომ არ შეუძლია მას, შექმნას ერთი ტაძარი, ან ერთი სახლი - ეს ხომ ბევრად უფრო მარტივი და ადვილი იქნებოდა?
ქრისტიანო! თუკი ვარსკვლავთა მსახურებმა ვარსკვლავისაგან ისწავლეს ერთი ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემა (მთ. 2, 1-11), მაშინ, მით უმეტესი თაყვანი ეცი მას - თავად, როცა ხედავ მზეს, მთვარესა და ვარსკვლავებს.
საბაის დედოფალს, იუდეის დედაქალაქში ჩასვლისას ძვირფასი იშვიათობების დათვალიერებისას ყურადღება რომ არ მიექცია სოლომონ მეფისათვის, რომელიც სიბრძნით იყო დამშვენებული, რაოდენ შეუნდობელი იქნებოდა მისი გულგრილობა! მით უფრო არ იმსახურებს...
იხილეთ სრულად
საბაის დედოფალს, იუდეის დედაქალაქში ჩასვლისას ძვირფასი იშვიათობების დათვალიერებისას ყურადღება რომ არ მიექცია სოლომონ მეფისათვის, რომელიც სიბრძნით იყო დამშვენებული, რაოდენ შეუნდობელი იქნებოდა მისი გულგრილობა! მით უფრო არ იმსახურებს შენდობას ისეთი ადამიანი, რომელიც ამ სამყაროში ცხოვრობს და ყველაფერს ყურადღებას აქცევს გარდა - უფლისა, რომელიც ყოველი სიკეთისა და სიბრძნის წყაროა!
თუ წმიდა წერილის თანახმად, მუდამ გემახსოვრება, რომ "ყოველსა ქვეყანასა ზედა არიან სამართალნი" (ფს. 104, 7), მაშინ ყოველი შემთხვევა ღვთისშემეცნების მასწავლებლად გექმნება
ჩვენ ყველას გვწამს, რომ ღმერთი ძლიერია, და გვწამს, რომ მისთვის ყველაფერი შესაძლებელია: მაგრამ შენ საკუთარ საქმეებშიც უნდა გწამდეს მისი, ვინაიდან იგი შენშიც იქმს სასწაულებს