წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |
20. განცხრომისმოყვარე გული სულს საპყრობილედ და ბორკილებად ექცევა აღსასრულის ჟამს, ხოლო შრომისმოყვარე გაღებულ კარს წარმოადგენს
19. მოწეული განსაცდელის ჟამს სიფრთხილეს, ლოცვასა და მოთმინებას გულისთვის მოაქვს უვნებელი და სასარგებლო უვნებელი და სასარგებლო შემუსვრილება, მხოლოდ სიჭარბით თუ არ დავარღვევთ მათ თანაზომიერებას. ვინც მათში მოთმინებას გამოიჩენს, დანა... იხილეთ სრულად
18. არსებობს გულშემუსვრილება ზომიერი და სასარგებლო, რომელიც გულს ლმობიერს ხდის; არსებობს გულშემუსვრილება უზომო და მავნე, რომელიც მას აღაშფოთებს
17. ბოროტება, რომელიც ზრახვებით იკვებება, გულს ათავხედებს, ხოლო მოთმინებითა და იმედით განადგურებული - გულს შემუსრავს
16. ვინც ბრმის მსგავსად განიძარცვა სამოსელი და მიუახლოვდა უფალს, ხდება მისი მიმდევარი და ყველაზე სრულყოფილ სწავლებათა მქადაგებელი (მარკოზი 10.50-51)
15. ნუ იამაყებ, თუ ცრემლით ლოცულობ, რამეთუ ქრისტე შეეხო შენს თვალებს და გონების თვალი აგეხილა
13. ვინც ხორციელად ლოცულობს და ჯერ კიდევ არა აქვს სულიერი გულისხმისყოფა, იმ ბრმას ემსგავსება, რომელიც ღაღადებდა: "ძეო დავითისო, შემიწყალე მე!" (მარკოზი 10.48). 14. ოდესღაც ბრმა იყო, მაგრამ აეხილა რა თვალი და იხილა უფალი, თაყვ... იხილეთ სრულად
12. ნუ ეცდები რთული საქმეების კამათის გზით მოგვარებას, არამედ მიმართე იმას, რასაც სულიერი სჯული გვიბრძანებს, ე.ი. მოითმინე, ილოცე და იმედი იქონიე