წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |
30. თავისუფლების კანონი ყოველგვარ ჭეშმარიტებას გვასწავლის და მრავალი საკუთარი შემეცნების მიხედვით კითხულობს მას, მაგრამ ცოტას თუ შეუცვნია ის მცნებათა აღსრულების შესაბამისად. 31. არ ეძიო მისი სრულყოფილება ადამიანურ სათნოებებში... იხილეთ სრულად
28. როგორც სიტყვითა და საქმით მჟღავნდება აზრი, ასევე გულის მოძრაობით - ღვთის მომავალი საზღაური
27. საღმრთო წერილი ამბობს: "არს სარწმუნოებაი მოსავთა მათ ძალ" (ებრ. 11.1) და მათ, ვისაც ქრისტეს შემოსვლა არ შეუცვნიათ, გამოუცდელებს უწოდებს
26. საღმრთო წერილის კითხვისას შეეცადე, ჩასწვდე მასში დაფარულ აზრს, რადგანაც ნათქვამია: "რამეთუ რავდენი-იგი წინაისწარ დაიწერა, ჩუენდა სამოძღურებლად დაიწერა" (რომ. 15.4)
24. დავითი როცა ქარმელელი ნაბალის მოკვლას განიზრახავდა და შეკავებულ იქნა განზრახვისაგან ღვთიური საზღაურის გახსენებით, ღმერთს მრავალს მადლობდა. ჩვენ ისიც ვიცით, რა გააკეთა მან, როცა ღმერთი დაივიწყა და არ შეჩერებულა, სანამ წინასწარმ... იხილეთ სრულად
23. ადამიანი, რომელიც ბოროტების ჩადენას აპირებს, ჯერ, ჩვეულების თანახმად, ლოცულობს და ღვთის განგებით შეკავებული შემდგომში მრავალ სამადლობელს აღავლენს
22. არსებობს ერთმანეთისგან განსხვავებული ლოცვის მრავალი სახეობა, მაგრამ არცერთი მათგანი არ არის მავნე გარდა იმისა, რომელიც ლოცვა კი არა, სატანის საქმეა
21. სასტიკი გული ქალაქში შესასვლელი რკინის კართა მსგავსია, ტანჯულსა და შეურაცხყოფილს კი ისინი თავისით გაეხსნება, როგორც პეტრეს