წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |
51. თუ არაფერში განიცდი უქონლობას, მიიღე (გამოგზავნილი) მწუხარება და როგორც ანგარიშგების მოვალემ, უარყავ ზედმეტობა.
50. უცოდინრობა გვაიძულებს, ვილაპარაკოთ სასარგებლოს წინააღმდეგ, კადნიერებაში გადასული კი - ბიწიერებას ამრავლებს
48. ყოველგვარი ბიწიერება აკრძალული ტკბობით მთავრდება, ხოლო ყოველგვარი სათნოება - სულიერი ნუგეშით. როგორც დაგვეუფლება რა პირველი, მიგვიზიდავს მისივე მსგავსისკენ, მეორეს მივყავართ მისი მონათესავისკენ
47. ყოველგვარი სიკეთე ღვთის განგებულებით მოდის, ხოლო ფარულად მიდის უმადურებისაგან, უგუნურებისა და დაუდევრებისაგან
46. სჯობს ადამიანური შეცოდებები, ვიდრე სატანური. ღვთის სათნო ადამიანი ერთსაც ამარცხებს და მეორესაც
45. ვინც თავისი შეურაცხმყოფელებისთვის ლოცულობს, დემონებს ამარცხებს; ხოლო ვინც პირველებს ებრძვის, უკანასკნელთა მიერ მარცხდება
44. ვისაც ქრისტე სწამს მომავალ საზღაურთან მიმართებაში, რწმენის შესაბამისად გულმოდგინედ იტანს ყოველგვარ წყენას