წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |
თუ გსურს, შენი აღსარება ღმერთმა არ განიკითხოს, არ გაიხსენო ცოდვები, არამედ მამაცურად დაითმინე მათ შედეგად მოწეული განსაცდელი.
სწავლის დროს დამსწრეებს ნუ დაუმალავ მათთვის საჭიროს. რაც რიგიანია, გარკვევით განმარტე, ხოლო რისი დატევაც არ შეუძლიათ (მკაცრი მხილების გამო), იგავით მიანიშნე.
თუ წილად გხვდა, ასწავლო ღმერთის შესახებ და გეურჩებიან, ამაზე გულში ინაღვლე და ცხადად არ აღელდე; რამეთუ მწუხარების დროს ურჩთან ერთად არ განგიკითხავენ, ხოლო თუ აღშფოთდები, იმავე საქმით განიცდები.
თუ გსურს, რომ ბოროტმა აზრებმა არ შეგაწუხოს, მაშინ სულიერი დამცირება და ხორციელი მწუხარება მიიღე არა ნაწილობრივ, არამედ ყოველთვის, ყოველგან და ყოველი საქმის დროს.
862. რა სიკეთეს მიიღებს სხვათაგან შეურაცხყოფილი ადამიანი, რომელიც სამაგიეროს არ მიუზღავს თავის შეურაცხმყოფელს?