წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |
როცა განსაცდელს ნებაყოფლობით ვღებულობთ, ერთმანეთს ეხმარებიან: გონებრივი განსაცდელი – ხორციელს და ხორციელი – გონებრივს; მათი ერთობა კი უფრო მეტად სავალალოა.
როდესაც განსაცდელი დაგატყდება თავს, ნუ გამოიძიებ, თუ საიდან და რისთვის არის იგი, არამედ იმაზე იზრუნე, რომ მადლიერებით, მწუხარებისა და გაბოროტების გარეშე გადაიტანო.
რამდენადაც სასარგებლოა მწარე აბზინდა (ბალახის სახეობა – რედ.) მათთვის, ვისაც საჭმლის მონელება უჭირთ, იმდენად სასარგებლოა ავზნიანებისთვის განსაცდელთა დათმენა; ვინაიდან ამგვარი მკურნალობა პირველებს გამოჯანმრთელებაში ეხმარება, მეორეე... იხილეთ სრულად
მოწეული განსაცდელის ჟამს სიფხიზლეს, ლოცვასა და მოთმინებას გულისთვის მოაქვს უვნებელი და სასარგებლო შემუსვრილება, მხოლოდ სიჭარბით თუ არ დავარღვევთ მათ თანაზომიერებას. ვინც მათში მოთმინებას გამოიჩენს, დანარჩენშიც შეწევნას მიიღებს; ხო... იხილეთ სრულად
თუ რთულია, ვიპოვოთ ადამიანი, რომელიც განსაცდელის გარეშე სათნოეყო ღმერთს, მაშინ ღმერთს მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენზე მოწეული ყოველი შემთხვევის გამო.
თუ გსურს, ყოველთვის გახსოვდეს ღმერთი, არ უარყო განსაცდელები, როგორც უსამართლოდ მოწეული, არამედ გადაიტანე, როგორც სამართლიანად დამსახურებული; რამეთუ თითოეული შემთხვევის დათმენით მეხსიერება ფხიზლდება, ხოლო (განსაცდელების) უარყოფით გ... იხილეთ სრულად
ვისაც განსაცდელის თავიდან არიდება სურს, ლოცვით უნდა შეარიგოს თავისი საქმეები ღმერთთან და გონებით სასოებდეს, ხოლო ხორციელი საზრუნავი შეძლებისდაგვარად უგულებელყოს.
განსაცდელი ძველი ცოდვების გამო მოდის და თითოეული შეცოდების შესაბამისად თან მოაქვს მსგავსი მწუხარება.
თუ გსურს ცხონდე და ჭეშმარიტება შეიმეცნო, მაშინ შეეცადე ამაღლდე ფშვინვიერზე და მხოლოდ იმედით მიეკრო ღმერთს. ამგვარად როცა აიძულებ თავს, მოერიდო ფშვინვიერს, შეხვდები მთავრობანს და უფლებანს (ანგელოსთა დასია – რედ.), რომლებიც შენთან ე... იხილეთ სრულად
სამი ვნება აბნელებს გონებას: ვერცხლისმოყარეობა, პატივმოყვარეობა და გემოთმოყვარეობა. სიბრაზე, მრისხანება, ჩხუბი, მკვლელობა და სხვა ბოროტება სწორედ მათ მიერ მომძლავრდა ადამიანებს შორის. სწორედ მათ, და არა სხვა რამემ, დააჩლუნგეს ჩვენ... იხილეთ სრულად