წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |
„ქრისტე მოკუდა ცოდვათა ჩუენთათვის, ვითარცა წერილ არს“ (I კორ. 15.3) და თავისუფლებას ჩუქნის მათ, ვინც ერთგულად ემსახურება, რამეთუ ამბობს: „კეთილ მონაო, სახიერო და სარწმუნოო, მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ... იხილეთ სრულად
თავისუფლების კანონი ყოველგვარ ჭეშმარიტებას გვასწავლის და მრავალი საკუთარი შემეცნების მიხედვით კითხულობს მას, მაგრამ ცოტას თუ შეუცნია ის მცნებათა აღსრულების შესაბამისად.
როგორც თითოეულ ხილულ საგანს ღმერთმა საკუთარი ბუნება განუჩინა, ასევე ადამიანის ზრახვასაც, გვსურს თუ არა ეს ჩვენ.
ზრახვების უთანასწორობა ჩვენში განსაკუთრებულ ცვლილებებს იწვევს, რამეთუ ღმერთმა თანაზომიერად გაყო უნებური ნებაყოფლობითისგან.
ვერც ბოროტ ზრახვებს დაამარცხებს მათი გამომწვევი მიზეზების გარეშე და ვერც მიზეზებს – ზრახვების გარეშე ის, ვინც მათთან ბრძოლას ეწევა. ვინაიდან თუ ერთს უარვყოფთ, მცირე ხნის შემდეგ მეორის საშუალებით ორივეს მიერ ვიქნებით დაპყრობილნი.
როგორც ნათქვამია: „ძირი არს ყოველთა ბოროტთაი ვერცხლისმოყუარებაი“ (1 ტიმ. 6. 10), მაგრამ აშკარაა, რომ ის (ვერცხლისმოყვარება – რედ.) მათგან (ბოროტებისგან – რედ.) შედგება.
წარმოიდგინე, რომ არსეობობს თორმეტი უწმინდური ვნება. თუ ერთ–ერთს მაინც ნებით შეიყვარებ, მაშინ ეს ერთი დანარჩენი თერთმეტის ადგილს დაიკავებს.
ზოგი ვნებას იკვეთავს უფრო დიდი განცხრომისათვის და მისი განზრახვის უცოდინართა მხრიდან დიდებას იმკის. თუმცა, შესაძლოა, თავადაც არ იცოდეს, რომ უსარგებლოდ შრომობს.
ვნება, რომელიც საკუთარი ნებით მოიყვანეს მოქმედებაში და გამოკვებეს, შემდგომში უკვე სურვილის საწინააღმდეგოდ ძლიერ აუმხედრდება მის მიერ დამორჩილებულ ადამიანს.