წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |
კარგია, თუ მთავარ მცნებას დავიცავთ, არც სახელდობრ ვიზრუნებთ და არც სახელდობრ ვილოცებთ რაიმეზე, არამედ მხოლოდ ღვთის სასუფეველსა და სიტყვას ვეძიებთ. და თუ ჯერ კიდევ ვზრუნავთ ყოველ მოთხოვნილებაზე, მაშინ თითოეულისთვის უნდა ვილოცოთ, რა... იხილეთ სრულად
ისინი, ვინც ქრისტეს მცნებების მოვალედ არ მიიჩნევენ თავს, საღვთო სჯულს მხოლოდ ხორციელად კითხულობენ: "არა იცოდეს რასა იგი იტყვიან, არცა ვიეთთათვის დაამტკიცებენ" (1 ტიმოთე 1,8); აი, ამიტომაც ფიქრობენ, რომ საქმეებით აღასრულებენ მას.
ზოგიერთები მცნებებს არ ასრულებენ და თავს მართლმორწმუნეებად მიიჩნევენ; ზოგიერთები კი ასრულებენ და ცათა სასუფეველს, როგორც სათანადო საზღაურს, ისე მოელიან; მაგრამ ერთნიცა და მეორენიც ცოდავენ ჭეშმარიტების წინაშე.
მშვიდობა ვნებებისგან გათავისუფლებაა, რომლის მიღწევაც სულიწმინდის მოქმედების გარეშე შეუძლებელია.
როგორც ზღვაში მოცურავენი მოგების იმედით ხალისით იტანენ მზის პაპანაქებას, ისე ბოროტების მოძულეებს უყვართ მხილება, რამეთუ პირველი წინააღუდგება ქარს, მეორე კი - ვნებებს.
ნუ ეცდები მხილებით მოუტანო სარგებელი მას, ვინც სათნოებებით თავს იქებს; რამეთუ ვისაც თავის გამოჩენა უყვარს, ის ჭეშმარიტების მოყვარული ვერ იქნება.
ვინც შენი ხელქვეითი არ არის, მას ნუ ამხელ დანაშაულში, რამეთუ ეს უფრო ძალაუფლების საქმეა, ვიდრე რჩევისა.
მრავლისდამთმენი კაცი ისეთივე მდიდარია გონებით, როგორც ის, ვინც ბრძნულ სიტყვას უგდებს ხოლმე ყურს.
შეუძლებელია ვინმეს შეცდომების მთელი გულით პატიება ჭეშმარიტი ცოდნის გარეშე, რამეთუ ის უჩვენებს თითოეულს, რომ ეს შეცდომა მისივე საკუთარია.