გამხნევდით, შვილებო, ქრისტეს ტკბილი სასოებითა და ღვთისმშობლის უძლეველი საფარველით წინ გასწიეთ და მტკიცედ მწამს, რომ ყველა კეთილად მოღვაწე და გვირგვინშემოსილთან ერთად საუკუნო ცხოვრებას მოვიპოვებთ ზეციურ მოზეიმე ეკლესიაში. ამინ. იყა...
იხილეთ სრულად
გამხნევდით, შვილებო, ქრისტეს ტკბილი სასოებითა და ღვთისმშობლის უძლეველი საფარველით წინ გასწიეთ და მტკიცედ მწამს, რომ ყველა კეთილად მოღვაწე და გვირგვინშემოსილთან ერთად საუკუნო ცხოვრებას მოვიპოვებთ ზეციურ მოზეიმე ეკლესიაში. ამინ. იყავნ.
ჩვენი საერთო მტრის სატანური თავდასხმების ნუ შეგეშინდებათ, არამედ გაბედულად და ღვთის სასოებით იბრძოლეთ. ღმერთი თქვენს ძალებზე მეტ განსაცდელს არ დაუშვებს.
ამ მაცხონებელ გაკვეთილს – მღვიძარებას, რომელიც წმინდაყოფს ადამიანს გააფთრებით ებრძვის ეშმაკი, ყველა ძალას ხმარობს, რომ ხელი შეუშალოს მას და თავს გვესხმის მრავალგვარი გულისსიტყვითა და საცდურით. მაგრამ ჩვენც, რადაც არ უნდა დაგვიჯ...
იხილეთ სრულად
ამ მაცხონებელ გაკვეთილს – მღვიძარებას, რომელიც წმინდაყოფს ადამიანს გააფთრებით ებრძვის ეშმაკი, ყველა ძალას ხმარობს, რომ ხელი შეუშალოს მას და თავს გვესხმის მრავალგვარი გულისსიტყვითა და საცდურით.მაგრამ ჩვენც, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, მის მოსაგერიებლად ყველა ძალა ვიხმაროთ, რომ შინაგანი განწმენდისთვის ჯილდო მოვიპოვოთ და ღვაწლისდამდებელმა ქრისტე ღმერთმა გვირგვინით შეგვამკოს.
თუ ჩვენ, როგორც მონაზვნებმა, თავი მივუძღვენით მაცხონებელ მიზანს – მივაღწიოთ ქრისტესმიერ შინაგან განწმენდას ვნებებისგან, მღვიძარების უმნიშვნელოვანეს გაკვეთილში ძალიან კარგად განსწავლა გვმართებს, რადგან მისი მეშვეობით გულით შევიგრძნ...
იხილეთ სრულად
თუ ჩვენ, როგორც მონაზვნებმა, თავი მივუძღვენით მაცხონებელ მიზანს – მივაღწიოთ ქრისტესმიერ შინაგან განწმენდას ვნებებისგან, მღვიძარების უმნიშვნელოვანეს გაკვეთილში ძალიან კარგად განსწავლა გვმართებს, რადგან მისი მეშვეობით გულით შევიგრძნობთ და მივუახლოვდებით ღმერთს.
მღვიძარებასთან ერთად გულისსიტყვების მიმართ სიფხიზლე გამოვიჩინოთ, რადგან მათგან იწყება დაცემა. ასე რომ, ამ დასაწყისს – გულისსიტყვებს, მხნედ შევებრძოლოთ და ჩვენი უდებების გამო გაძლიერების საშუალება არ მივცეთ, არამედ მოსვლისთანავე მოვიშოროთ წარმოსახვა და მრისხანედ ავიღოთ ხელში სულის მახვილი – სიტყვა ღვთისა, ანუ „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე". როცა ტკბილ იესოს ვუხმობთ, ის მაშინვე მოდის ჩვენს დასახმარებლად, ეშმაკები კი მეყსეულად გვშორდებიან.