წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |
24. ყველა კეთილი საქმე, რასაც კი ჩვენი ბუნების კვალობაზე აღვასრულებთ, უკეთურისგან განგვარიდებს, მაგრამ სიწმინდე რომ შეგვმატოს, მადლის გარეშე არ ძალუძს.
23. რომლებიც ღირსნი გავხდით ახალშობის ემბაზისა, კეთილ საქმეებს გავცემთ არა სანაცვლო მისაგებელად, არამედ ჩვენდამი მონიჭებული სიწმინდის დასაცველად.
22. როდესაც გესმის წერილის სიტყვები, რომ უფალი საქმეთაებრ მიუზღავს ყველას (ფს. 61.13), იგულისხმე არა საქმენი - გეჰენიისა თუ სასუფევლის ღირსნი, არამედ საქმენი მისდამი ურწმუნოებისა თუ რწმენისა, რასაც ქრისტე შესაბამისად აუნაზღაურებს ... იხილეთ სრულად
21. ქრისტე მეუფეა როგორც არსობრივად, ასევე განგებულებითად, რადგან მან, ერთი მხრივ, არარსებულნი დაგვბადა, მეორე მხრივ კი ცოდვით მკვდარნი თავისი სისხლით გამოგვისყიდა და ამგვარად მორწმუნეებს მადლი მოგვანიჭა.
20. თუ, თანახმად წერილისა, ქრისტე ჩვენს გამო მოკვდა, და თუ ვცოცხლობთ არა ჩვენი თავისთვის, არამედ იმისთვის, ვინც ჩვენს გამო მოკვდა და აღდგა (II კორ. 5.15), ცხადია, ვალდებულნი ვართ სიკვდილამდე ვემონებოდეთ კიდეც მას. ან კი როგორ უნდა... იხილეთ სრულად
19. ბატონისგან არ ივალდებულება საზღაური მონებისადმი (ე.ი. ბატონს არა აქვს ვალდებულება მონისთვის საზღაურის გადახდისა. იგულისხმება, რომ მონის ვალია ბატონს ემსახუროს და იგი ამაში საზღაურს ვერ მიიღებს, ანუ ბატონს არ შეიძლება მონის ვალ... იხილეთ სრულად
18. მავანნი, არ ასრულებენ რა მცნებებს, ფიქრობენ, რომ მართლად სწამთ, მავანნი კი, ასრულებენ რა, სასუფეველს მოელიან, როგორც კუთვნილ საზღაურს, მაგრამ ორივენი ჭეშმარიტებისგან გადაცთომილნი არიან.
17. გონება სხეულის გარეშე ბევრ კარგსა და ცუდს სჩადის, სხეულს კი გონების გარეშე ამათი ჩადენა არ შეუძლია. ამიტომ, "თავისუფლების რჯული" "საქმეთა" უწინარეს იკითხება.
16. ვისაც სურს რაიმეს გაკეთება, მაგრამ არ კი ძალუძს, გულთმეცნიერი ღვთის წინაშე ისეა, როგორც უკვე გამკეთებელი; და ეს ვრცელდება როგორც კარგზე, ასევე ცუდზე.
15. როდესაც გარეგნულად აღვასრულებთ მცნებებს, მაშინ თუმცა შესაბამისადვე ვიღებთ უფლისგან ჩვენსას მაგრამ სარგებელი კი არჩევანისეული მზანდასახულობისამებრ შეგვეძინება.(იგულისხმება, რომ თვით მცნებათა გარეგნული აღსრულებითაც კი უფლისგან, ... იხილეთ სრულად