წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |
35. ლოცვაც სათნოებად ითქმის, მიუხედავად იმისა, რომ თავადაა სათნოებათა დედა, რადგან შობს მათ ქრისტესთან თანაშერთვის შედეგად.
34. განუწყვეტლივ მლოცველი გონება თრგუნავს გულს, ხოლო შემუსვრილი და დამდაბლებული გული უფლისგან უგულებელყოფილი არ იქნება (ფს. 50.19).
33. არ არსებობს სრულყოფილი ლოცვა გონითი ხმობის გარეშე, ხოლო როდესაც განუწყვეტლივ ღაღადებს აზრი, შეისმენს უფალი.
32. ხორცის გულისთქმა საწინაღმდეგოა სულისა, ხოლო სულის გულისთქმა - ხორცისა (გალ.5.17), სულით მავალნი კი ხორცის გულისთქმას არ აღასრულებენ (გალ.5.17).
31. შეუძლებელია მყუდროება გონებისა სხეულის გარეშე, არცთუ ამათ შორის აღმართული"შუაკედელი" დაირღვევა მყუდროებისა და ლოცვის გარეშე (შდრ. ეფეს.1.14).
30. მყუდროება ესაა უკეთურებათა მოკვეთა და თუნდაც რომ ზემოხსენებული ოთხი სათნოებაც შესძინოს მან თავის ლოცვას, ვერაფერი იქნება მისთვის მყუდროებაზე უფრო სწრაფი შემწე უვნებობისკენ.
29. ვისაც სურს გონითი ზღვის გადალახვა, ამგვარი ვინმე სულგრძელებას იჩენს, თავმდაბლობს, მღვიძარებს, მმარხველობს, ხოლო თუ ვინმე ამ ოთხის გარეშე შეეცდება შევიდეს ზემორე ზღვაში, იშფოთებს გულით, გადალახვას კი ვერ შეძლებს.
28. არსებობს მოქმედება მადლისა, რაც უცნობია სულიერად ჩვილთათვის, და არსებობს მოქმედება უკეთურებისა, ჭეშმარიტებას მიმსგავსებული, თუმცა სჯობს ნურც შევეტკბობით მათ (რადგან იქნებ საცთურია) და ნურც შევაჩვენებთ (რადგან იქნებ ჭეშმარიტება... იხილეთ სრულად
26. ადამიანი გაჭირვებით იცავს მისთვის ბუნებრივს, ქრისტე კი ჯვრის მიერ ღვთისშვილობას ანიჭებს მას.
25. მმარხველი განეშორება ნაყროვანებას, უპოვარი - ანგარებას, მემყუდროე - მრავალსიტყვაობას, განწმენდილი - სიამეთმოყვარეობას, უმწიკვლო - სიძვას, თვითკმარი - ვერცხლისმოყვარეობას, მშვიდი - მშფოთვარებას, მდაბალი - ცუდმედიდობას, მორჩილი ... იხილეთ სრულად