წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |
56. ჭეშმარიტი ცოდნა ესაა სამწუხაროთა დათმენა და არდადანაშაულება ადამიანებისა საკუთარ უბედურებებში.
55. მავანმა მიიღო მოძღვრება და განუსჯელად ითვისა იგი, მავანმა კი მიიღო და ჭეშმარიტებას შეუწამა. საძიებელია, თუ რომელი მათგანი მოიქცა უფრო კეთილმსახურებითად.
54. კეთილმსახურების გამო გაწეულ შრომას მოჰყვება შეწევნა, ეს კი საცოდნელია ღვთის რჯულისა და სინდისის შედეგად.
53. საქმით იფილოსოფოსე კაცობრივი ბჭობისა და ღვთის ნაცვალგების შესახებ, რადგან არ არის სიტყვა საქმეზე უფრო ბრძენი და სასარგებლო.
52. თუ ყველა ადამიანისთვის მავნებელია ბოროტად ბჭობა, რაოდენ უფრო – იმათთვის, რომლებმაც ცხოვრების მკაცრი წესი ირჩიეს?
51. როდესაც გონება კეთილმსახურების მიზანს ივიწყებს, მაშინ სათნოების გარეგნული მოქმედებაც უსარგებლო ხდება.
50. არაფერს დაკარგავ იმისგან, რასაც მიუტევებ უფლის გამო, რადგან შესაბამის დროს მრავალჯერადად დაგიბრუნდება.
49. შეუძლებელია გულით შევუნდოთ ვინმეს შეცოდებანი ჭეშმარიტი ცოდნის გარეშე, რადგან სწორედ ჭეშმარიტი ცოდნა გვიმჟღავნებს, რომ ესა თუ ის მოსაწევარი კუთვნილია ყველა ჩვენგანისთვის (ანუ როდესაც ვიცით, რომ ვიმსახურებთ, რაც გვემართება მიმტე... იხილეთ სრულად
48. პირუთვნელი სიყვარულის ნიშანია შეურაცხყოფათა შენდობა, რადგან უფალმაც ამგვარადვე შეიყვარა სოფელი.