წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |
76. ისევე როგორც ზღვაში მცურავნი სარგებლის იმედით წადიერად დაითმენენ მზის მცხუნვარებას, ამგვარადვე ბოროტების მოძულენიც მხილების მოყვარულნი არიან, რადგან წინააღმდეგობას უწევს, ერთი მხრივ, მზე ქარებს, მეორე მხრივ კი მხილება ვნებებს.
75. როდესაც უფლის მიერ გამხნევებული გონება თავის სულს განაშორებს ძველი ვნებადი ჩვეულებისგან, მაშინ გული ამ გონებისა და ვნებისგან ისე იტანჯება, როგორც ჯალათებისგან, რადგან აქეთ და იქით ეწევიან მას.
74. ისევე როგორც ბალახს მიდევნებული გამოუცდელი ხბო კლდეებით გარსმოვლებულ ადგილას აღმოჩნდება, ამგვარდვე ემართება აზრებისგან თანდათან შორს გატყუებულ სულს.
73. როდესაც გემოთმოყვარეობითი რამ ვნება გულს გამოიზიდავს მოღვაწეობის ადგილიდან, მაშინ ეს გული, დაღმართში დაქანებული უმძიმესი ქვისებრ, ძნელად შესაკავებელი ხდება.
72. ნუ შეწყვეტ სწავლას, თუნდაც რომ მეტად გონიერი იყო, რადგან განგებულება ღვთისა ჩვენს გონიერებაზე მეტად სასარგებლოა.
71. შეუძლებელია ღრუბლის გარეშე გადმოდინება წვიმისა, ისევე როგორც – კეთილი სინდისის გარეშე ღვთისადმი სათნოყოფა.
70. თესლი არ გაიზრდება მიწისა და წყლის გარეშე, და ადამიანიც სარგებელს ვერ მიიღებს ნებაყოფლობითი შრომისა და საღვთო შეწევნის გარეშე.
69. როდესაც, ღვთის სათნოჩენით, შექებული იქნები მრავალთაგან, ნურაფერს თავის გამოსაჩენს ნუ შეურთავ საუფლო განგებულებას, რომ კვლავ ცვლილება არ განიცადო და საპირისპიროში არ ჩავარდე (იგულისხმება, რომ უფლისგან დაშვებული ქება მოღვაწემ სი... იხილეთ სრულად
68. როდესაც რაღაც შეურაცხყოფას განიცდი ადამიანისგან, მყისვე იმ დიდებისთვის განკუთვნილ მოსაწევრად ჩათვალე, ღვთისგან რომ მიიღებ, და ამ გზით შეურაცხყოფის ჟამს დაუმწუხრებელი და უშფოთველი იყავი, ხოლო დიდების ჟამს, როდესაც მოიწევა იგი, ... იხილეთ სრულად