წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |
96. მცნებათა ყოველგვარი აღსრულება მასშია (ლოცვაშია) შემოკრებილი, რადგან არაფერია ღვთის სიყვარულზე აღმატებული.
94. ყველა საქმეში მუდამჟამს ვედრებას აღავლენდე, რადგან არაფერი აღესრულება ღვთის შემწეობის გარეშე.
93. მცნება ქრისტესი, სინდისიერად აღსრულებული, გულის წუხილთა სიმრავლის კვალობაზე ნუგეშისცემასაც იძლევა, თუმცა წუხილიც და ნუგეშიც შესაბამის ჟამს მოიწევა.
92. მართლმადიდებლურად მონათლულმა ყველა ადამაინმა საიდუმლოდ მიიღო მთელი მადლი, სრულ დარწმუნებულობას კი ყოველი ჩვენგანი იღებს შემდეგ, მცნებათა აღსრულების შესაბამისად.
91. თითოეული ჩვენგანის ცოდნა იმდენადაა ჭეშმარიტი, რამდენადაც განამტკიცებს მას სიმშვიდე, თავმდაბლობა და სიყვარული.
90. სამი გონითი ადგილი არსებობს, რომლებშიც ცვალებადობის შედეგად შედის გონება: ბუნებითი, ბუნებაზე აღმატებული და ბუნების გარეგანი. როდესაც კი ბუნებითში შედის იგი, ჰპოვებს თავის თავს უკეთური აზრების მიზეზად და უწყის რა ვნებათა მიზეზე... იხილეთ სრულად
89. გახანგრძლივებული აზრი ააშკარავებს ადამიანის ვნებისმოყვარეობას, მყისვე აღმოფხვრილი კი მოასწავებს ბრძოლასა და წინააღმდეგობას.
88. როდესაც ნახავს ეშმაკი, რომ გულიდან ილოცა გონებამ, მაშინვე დიდ და ბოროტად ნახელოვნებ განსაცდელებს მოაწევს მასზე, რადგან მცირე სათნოებათა აღმოსაფხვრელად დიდ თავდასხმებს არ იზრახავს იგი.