წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |
116. ისევე როგორც მიწაზე დადენილი წვიმა მცენარეებს მათთვის ბუნებრივ თვისებას მიუბოძებს, კერძოდ ტკბილებს სიტკბოს, მწარეებს კი სიმწარეს, ამგვარადვე მადლიც, მორწმუნეთა გულებზე ცვალებადობის გარეშე მიტყორცნილი, სათნოებათა შესაბამის მოქ... იხილეთ სრულად
112. რაც არის ნივთიერი სახლი ზოგადი ჰაერისთვის, იგივეა მოაზროვნე გონება საღვთო მადლისთვის. რაც მეტ ნივთს გაყრი სახლიდან, იმდენად მეტად შემოვა ჰაერი, და რაც მეტ ნივთს შემოიტან, მით მეტად შემცირდება იგი.
110. ისევე როგორც უცხოა მონანულისთვის ამპარტავნება, ასევე შეუძლებელია ნებსით მცოდველისთვის თავმდაბლობა.
109. საქმეთაგან, სიტვათაგან და აზრთაგან მხოლოდ ერთია მართალი (ე.ი. მაცხოვარი იესო ქრისტე), ხოლო სარწმნოებისგან, მადლისგან და სინანულისგან მრავალი გამართლებულა.
108. რასაც კი ლოცვის გარეშე ვამბობთ ან ვაკეთებთ, ეს ყოველივე შემდეგში ან მცდარი აღმოჩნდება ან საზიანო და საქმეთა მიერ გვამხილებს ჩვენ ჩვენდა შეუცნობლად.