წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |
137. გიხაროდეს არა მაშინ, როდესაც კარგს გაუკეთებ ვინმეს, რამედ მაშინ, როდესაც ძვირუხსენებლად დაითმენ იმ წინააღმდეგობს, შენს კეთილ საქმეს რომ მოჰყვება, რადგან ისევე როგორც ღამეები მოსდევს დღეებს, ამგვარადვე მოსდევს ბოროტებანი კეთილ... იხილეთ სრულად
136. სათნოების დაფარვისას ნუ გაამპარტავნდები როგორც სამართლიანობის აღმსრულებელი, რადგან სამართლიანობა არის არა მხოლოდ ის, რომ დაფარო სიკარგე, არამედ აგრეთვე ის, რომ საერთოდ არ იფიქრო რა ჯეროვანზე.
135. თუ გსურს, რომ ღმერთმა დაფაროს შენი შეცოდებანი (შდრ. ფს. 31.1), ნუ გაამჟღავნებ კაცთა წინაშე, თუკი რამ გაქვს სათნოება, რადგან რასაც ჩვენეულ სათნოებათა მიმართ ვმოქმედებთ ჩვენ, იმავეს მოქმედებს ღმერთი ჩვენეულ ცოდვათა მიმართ.
134. თუ გსურს, რომ ყოველჟამს გახსოვდეს ღმერთი, ნუ განირიდებ მოსაწევარს როგორც თითქოსდა უსამართლოს, არამედ დაითმინე ყველა მათგანი როგორც სამართლიანად მოწევნილი, რადგან მოთმინება თითოეული შემთხვევის კვალობაზე ხსოვნას აღძრავს ღვთისას... იხილეთ სრულად
133. როდესაც მტერი დავიწყებულ ცოდვათა ბევრ ხელწერილს მოიპოვებს, მაშინ აიძულებს იგი ცოდვათმოვალეს, რომ დაუვიწყებლადაც (მეხსიერებაში) ჩაიდინოს იგივე, გონივრულად იყენებს რა მის მიმართ ცოდვის რჯულს.
132. ნუ ამბობ, რომ ვინც უვნებოა, არ ძალუძს მას შეჭირვების განცდა, რადგან თუმცაღა თავისი თავის გამო არა, მაგრამ მოყვასის გამო ვალდებულია, რომ შეიჭირვებდეს.
131. ხსოვნა ღვთისა ესაა გარჯილობა გულისა ღვთისმსახურებისთვის, ხოლო ვინც ღმერთს ივიწყებს, სიამტკბილობს და უტკივილოა.
130. მავანისგან შეურაცხყოფილი და თავისი შეურაცხმყოფლისთვის სამაგიეროს მიზღვის უარმყოფელი იმავე ზომით არის მორწმუნე ქრისტესი და, ერთი მხრივ, ასწილად იღებს საზღაურს ამ საუკუნეში, მეორე მხრივ კი საუკუნო ცხოვრებას იმემკვიდრებს.
129. გამგებელი ვალდებულია უთხრას ხელქვეითს, რაც ევალება, ხოლო თუ იგი არ მოუსმენს, წინდაწინ აუწყოს მოსალოდნელ უბედურებათა შესახებ.
128. სხეულებრივ სიამეებში ჯეროვანზე მეტად შვებული, ასმაგი შეჭირვებით ზღავს ნაჭარბევს.