წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |
160. ვინც ვნებადია, მართებს მას ლოცვა და მორჩილება, რადგან ამათი შეწევნითაც კი ძნელად თუ ხერხდება ძველ ჩვევებთან ბრძოლა.
159. ცოდვის ქვეშ მყოფს არ ძალუძს დასძლიოს სხეულებრივი აზროვნება. ამიტომაც, დაუცხრომელი და ნაწილებში ჩაბუდებული აგზნებულობა აქვს მას.
158. ყველა სხეულებრივი სიამე წინმსწრები მოშვებულობის შედეგია, ხოლო მოშვებულობას ურწმუნოება შობს.
155. ჭეშმარიტების მცოდნე და მეუწყე არათუ ნამოქმედართა ხსოვნის გზით, არამედ შემოტევათა დათმენის კვალობაზე არის აღმსარებელი ღვთის წინაშე.
153. თუ გსურს ღმერთს უძღვნა განუკიცხველი აღსარება, ნუ გაიხსენებ შეცოდებებს წარმოდგენითად, არამედ ახოვნად დაითმინე მათი მოძალებანი (იგულისხმება ჩადენილ ცოდვათა მოხსენიებისას, აღსარების ჟამს, ამ ცოდვათა სახეობრივად, სურათებში გაცოცხ... იხილეთ სრულად
152. როდესაც გონება თავისი თავის უარყოფის გზით მოიპოვებს ურყევ სასოებას, მაშინ მტერი, თითქოსდა აღსარების საბაბით, წარმოუსახავს მას წარსულ უკეთურებებს, რომ ღვთის მადლით დავიწყებული ცოდვები კვლავ გააღვივოს და ფარულად ავნოს ადამიანს,... იხილეთ სრულად
151. ძველი ცოდვები, წარმოდგენითად დამახსოვრებულნი, ზიანს აყენებენ კეთილმსასოებელს, რადგან თუ, ერთი მხრივ, მწუხარებით ხდება ამ ცოდვათა გაცოცხლება გონებაში, სასოებისგან განდგომას იწვევენ ისინი (იწვევენ იმიტომ, რომ ამ ცოდვათა სიმძიმე... იხილეთ სრულად
150. ვისაც შეუცვნია ჭეშმარიტება, არ ეწინააღმდეგება იგი სამძიმო შემთხვევებს, რადგან იცის, რომ ამგვარი შემთხვევები ღვთის შიშისკენ უძღვიან ადამიანს.
149. მაგრამ ეს ვთქვით არა იმიტომ, რომ დავხშოთ მყოფადი და აქ გავაწესოთ საყოველთაო მისაგებელი, არამედ იმიტომ, რომ გვმართებს უპირველესად გულში მოქმედად გვქონდეს მადლი სულიწმინდისა და ასე, ამის შესაბამისადვე, შევიდეთ ცათა სასუფეველში.... იხილეთ სრულად
148. რჯული სახისმეტყველებითად ბრძანებს, რომ ექვს დღეს ვსაქმობდეთ და მეშვიდე დღეს ვისვენებდეთ (გამოსლ. 20.9). ეს იმიტომ, რომ სულის საქმეა ქონების ანუ სიმდიდრის გზით ქველმოქმედება, ხოლო ამავე სულის მოცალეობა და მოსვენება – ყველაფრის... იხილეთ სრულად